x
image
worldsport.ge
დე ლაურენტისი: “ნაპოლი” ტრანსფერებზე 124.5 მილიონს დახარჯავს”

imageიტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს, რომ ფეხბურთელების შესაძენად მის კლუბს 124.5 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.
“თუ კავანის ტრანსფერიდან მიღებულ 64.5 მილიონს იმ 60 მილიონს დავუმატებთ, რომელიც თადაპირველად გვქონდა ფეხბურთელების შესაძენად
გამოყოფილი, 124.5 მილიონ ევროს მივიღებთ. მზად ვართ, ეს თანხა ტრანსფერებში დავხარჯოთ.” – განაცხადა დე ლაურენტისმა გულშემატკივრებთან გამართული ტვიტერ-კონფერენციის დროს.
ედინსონ კავანის გაშვების შემდეგ, “ნაპოლის” უმთავრესი საზრუნავი,
ბუნებრივია, შეტევის ხაზის გაძლიერებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელები მოლაპარაკებებს გონსალო იგუაინისა და ლეანდრო დამიაოს ტრანსფერებზე აწარმოებენ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეაპოლელებს “რეალის” ცენტრალური მცველის, რაულ ალბიოლის დამატებაც სურთ.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0