x
image
worldsport.ge
სერესო: “ წინ წარმატებული სეზონი გველოდება”

imageმადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილია და პრიმერა დივიზიონის ახალი სეზონის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
“ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და დარწმუნებული ვარ, წინ წარმატებული სეზონია. მშვენიერი შემადგენლობა შევკრიბეთ, მაგრამ თუ მწვრთნელები საჭიროდ მიიჩნევენ, შეიძლება კიდევ უფრო გავძლიერდეთ”, – უთხრა სერესომ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას.
მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა მოკლე კომენტარი “ატლეტიკოს” ახალწვეულ დავიდ ვილიაზეც გააკეთა:
“ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. “ატლეტიკოს” გულშემატკივრები ვილიას თამაშით ძალიან ბევრჯერ გაიხარებენ”, – განაცხადა ენრიკე სერესომ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0