x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ასპერგერის სინდრომი


ასპერგერის სინდრომი განვითარების პერვესიულ აშლილობათა
ტიპს მიეკუთვნება (pervasive developmental disorder - PDD). PDD არის ჯგუფი მდგომარეობებისა, რომლებიც გულისხმობს
ბევრი ბაზისური უნარის შეფერხებას. ეს სინდრომი აუტიზმის ფორმაა, რომელიც ქრონიკულ
მდგომარეობას წარმოადგენს და პიროვნების მიერ სამყაროს აღქმაზე, ინფორმაციის გადაცემასა
და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე ახდენს გავლენას. ამ დროს ყველაზე მეტად შეფერხებულია სოციალიზაციის, კომუნიკაციისა და წარმოსახვის უნარები.
იგი პირველად ავსტრიელმა ფსიქიატრმა H. Asperger
-მა აღწერა, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოებამ
ამ სინდრომს ყურადღება მხოლოდ 1981 წელს, L.
Wyng -ის ცნობილი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ
მიაქცია.

ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტი
და მეტყველება აქვთ, თუმცა, ამ ფონზე ახასიათებთ კომუნიკაციის სირთულე, სოციალური ურთიერთობების
დეფიციტი, წესებისა და რიტუალების აკვიატებული დაცვა და უცნაური, ექსცენტრული ქცევები.



სიმპტომები:

პრობლემები
სოციალურ უნარებში : ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებს უძნელდებათ სხვებთან
ინტერაქცია და ტლანქები არიან სოციალური სიტუაციებში. რთულად უმეგობრდებიან ადამიანებს და უჭირთ ინტრეპერსონალური
კონტაქტების დამყარება. ურთულდებათ კომუნიკაციის წამოწყება და მისი წარმართვა. ხშირად
ვერ იგებენ რა თემაზე ილაპარაკონ, როდის დაიწყონ
ან დაასრულონ საუბარი.ექსცენტრული
ან განმეორებადი ქცევები: ასპერგეტის სინდრომის მქონე ბავშვებს
ახასიათებთ უცნაური და განმეორებადი მოძრაობები, როგორიცაა მაგალითად ხელების მოკუმშვა,
დაგრეხვა და წვალება. მათთვის ჩვეულია ექსცენტრული და სტერეოტიპული ქცევები. უგულებელყოფენ
საზოგადოების დაუწერელი კანონებს, რომლებსაც
ჩვენ უყოყმანოდ ვემორჩილებით. უცნაური
რიტუალები : ახასიათებთ სპეციფიკური რიტუალები, რომლებსაც არასდროს
ცვლიან. მაგალითად, ყოველთვის რაღაც გარკვეული თანმიმდევრობით იცვამენ. მათთვის ასევე
დამახასიათებელი წარმოსახვითი საქმიანობის შეზღუდული არეალი, რომელიც შეიძლება გამეორებული
იქნას მკაცრი სიზუზტით. მაგალითად სათამაშოების მწკრივად დალაგება ან თავისი ინტერესის
სფეროს საგნების შეგრვობა-მოწესრიგება. პრობლემები
კომუნიკაციაში: სხვებთნ საუბრისას ხშირად ვერ ახერხებენ თვალებით კონტაქტის
დამყარებას. უჭირთ მიმიკებისა და ჟესტების გამოყენება, ურთულდებათ სხეულის ენის გაგება.
ხშირად უჭირთ საუბრის კონტექსტის აღქმა. ვერ
იგებენ ხუმრობას, სარკაზმს ან მეტაფორას. ახასიათებთ ზედმიწევნით პირდაპირი მეტყველება
და სხვისი საუბრის პირდაპირი აღქმა. მაგალითად, ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანი
შეიძლება დააბნიოს ფრაზამ ”რა მაგარია”, რომელსაც, როგორც წესი, ადამიანები რაიმეს
მოწონების ნიშნად იყენებენ.შეზუდული
ინტერესთა სფერო: ხშირად ავლენენ უცნაურ, აკვიატებულ ინტერესებს მაგალითად
სპორტის, რუკების ან ამინდის მიმართ. მათი ინტერესთა სფერო საკმაოდ მწირი, მაგრამ აკვიატებული
და უცნაურია. კოორდინაციის
პრობლემები: ამ ბავშვების მოძრაობები უმეტეს შემთხვევაში მოუქნელი
და მოუხეშავია.ზოგადი
უნარები და ნიჭი: ზოგი ბავშვი საოცრად ნიჭიერია ცალკეულ სფეროებში, მაგალითად
როგორებიცაა მუსიკა და მათემატიკა. მაგრამ, ესეც მხოლოდ ერთეულებში. მაღალ დონეზე აქვთ
განვითარებული ზეპირი მეხსიერება.




ასპერგერის სინდრომის მახასიათებლები


ყველა ადამიანს ამ სინდრომის სხვადასხვა მახასიათებელი
აღენიშნება, თუმცა რუტინის სიყვარული, განსაკუთრებული ინტერესები, მგრძნობელობის პრობლემები
ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე გამოხატულია და მათი ცოდნის
შემთხვევაში ჩვეულებრივ ადამიანსაც ადვილად შეუძლია ამოიცნოს ეს სინდრომი:


●რუტინის სიყვარული


იმისათვის, რომ ეს სამყარო დამაბნეველი არ იყოს, ასპერგერის სინდრომიან ხალხს საკუთარი წესები და
საქმის კეთების რიტუალები აქვთ დადგენილი, რომელზეც უარს არასდროს ამბობენ. მაგალითად, პატარა ბავშვებმა შეიძლება დაიჟინონ
სკოლაში ერთი და იმავე გზით სიარული. კლასში ისინი შეიძლება განაწყენდნენ, თუკი გაკვეთილების
ცხრილში რაიმე უცაბედი ცვლილება მოხდება. მათთვის დამახასიათებელია დღის განრიგის წინასწარი
გათვლა, შედგენა. მაგალითად, თუკი განრიგის მიხედვით მუშაობენ, სამუშაოდან მოულოდნელად
წამოსვლამ შესაძლოა მათი აღშფოთება გამოიწვიოს.


●განსაკუთრებული ინტერესები


ასპერგერის სინდრომიან ადამიანებს ხშირად აქვთ უცნაური,
აკვიატებული ჰობი. ზოგჯერ ეს მთელი ცხოვრების მანძლიზე გრძელდება, ზოგჯერ კი ერთი ინტერესი სხვა, მისგან სავსებით განსხვავებულით
იცვლება. მაგალითად, ადამიანი შეიძლება დაინტერესდეს მატარებლების ან კომპიუტერის შესწავლით.
ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით განსწავლულია თავისი ინტერესის სფეროში. წახალისების
საფუძველზე ინტერესები და უნარები შესაძლოა ისე განვითარდეს, რომ ასპერგერის სინდრომიანმა
ადამიანებმა ისწავლონ ან იმუშაონ თავიანთ საყვარელ სფეროში.


●მგრძნობელობის პრობლემები


ასპერგერის სინდრომით დაავადებულთ აქვთ მგრძნობელობის
პრობლემები, რომლებმაც შესაძლოა თავი იჩინონ ერთ-ერთი ან ხუთივე გრძნობის (მხედველობა,
სმენა, ყნოსვა, შეხება და გემოს შეგრძნება) სფეროში. უმეტესად შეგრძნება ან მეტისმეტად
გამძაფრებულია, ან მთლად დაქვეითებული. მაგალითად, კაშკაშა სინათლე, ხმაური, ყოვლისმომცველი
სუნი, ცალკეული საკვების შემცველობა და ზოგიერთი ნივთიერების შეგრძნება შეიძლება ასპერგერის
სინდრომიანი ადამიანების შფოთვისა და ტკივილის მიზეზი გახდეს. მომატებული მგრძნობელობის
მქონე ადამიანებს შესაძლოა ასევე გაუჭირდეთ თავიანთი სხეულის შეცნობის სისტემის გამოყენება.
ეს სისტემა გვამცნობს სად ვიმყოფებით. ასე რომ დაქვეითებული უნარის მქონეთათვის შეიძლება
რთული აღმოჩნდეს დანიშნულების ადგილის მიგნება, სხვებთან ნორმალური მანძილის მოშორებით
დადგომა (არ აქვთ ინტიმური სივრცის შეგრძნება) და “ჩვეულებრივი მოძრაობის” გაკეთება,
როგორიც, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმის შეკვრაა. ზოგიერთს შეიძლება უჭირდეს წონასწორობის
შენარჩუნება.


რა იწვევს ასპერგერის სინდრომს?


სინდრომის გამომოწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია
და მის დადგენას ჯერ კიდევ ცდილობენ. თუმცა, კვლევებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ გენეტიკურმა
და გარემო ფაქტორებმა ერთად შეიძლება ტვინის განვითარების ცვლილება გამოიწვიოს. ასპერგერის
სინდრომი ადამიანის აღზრდიდან, საზოგადოებრივი ვითარებიდან არ გამომდინარეობს და თავად
პიროვნებაც ვერ იქნება ამის გამომწვევი.


ასპერგერის სინდრომი ჩნდება განვითარების იმ ფაქტორების
შედეგად, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის სხვადასხვა სისტემების ფუნქციონირებაზე.
მიუხედავად ამისა არ არის აღმოჩენილი სინდრომის კონკრეტული გამომწვევი მიზეზი, განსხვავებით
აუტისტური სპექტრის სხვა აშლილობებისგან. ნეიროანატომიური გამოკვლევები ვარაუდობენ,
რომ მექანიზმი შესაძლოა მდგომარეობდეს ტვინის განვითარების ცვლილებაში კონცეფციების
შემუშავების შემდგომ. ემბრიონული უჯრედების არასწორმა (პათოლოგიურმა) გადაადგილებამ
ჩანასახის განვითარების პერიოდში შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ტვინის საბოლოო სტრუქტურის
ჩამოყალიბებაზე, რაც ასევე ცვლილებებს იწვევს ნეირონულ ჯაჭვზე, რომელიც აკონტროლებს
ქცევასა და აზროვნების პროცესებს. ამ მექანიზმის
ამხსნელი რამდენიმე თეორია არსებობს, თუმცა ისინი ვერ უზრუნველყოფენ სრულყოფილ ახსნას.



Underconnectivity თეორია ვარაუდობს, რომ ეს შედეგია მაღალი დონის ნეირონული
კავშირების არასაკმარისი ფუნქციონირებისა და ჭარბი გადამუშავების პროცესების ერთობლივი
მოქმედების. ზემოთაღნიშნული თეორია კარგად თავსდება საერთო გადამუშავების თეორიასთან,
როგორიცაა ჭეაკ ცენტრალ ცოჰერენცე ტჰეორყ, რომელიც ამბობს, რომ აუტისტური სპექტრის
აშლილობის ძირითადი მიზეზი დაკავშირებულია სურათის მთლიანობაში აღქმის შეზღუდულ უნართან.
მისი მსგავსი თეორია გაძლიერებული პერცეპტული ფუნქციონირება კი აქცენტს აკეთებს აუტისტური
სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდის პერცეპტუალი ოპერაციების უპირატესობასა და ლოკალურ
ორიენტაციაზე.


Mirror neuron system თეორია
კი ვარაუდობს, რომ ცვლილება სარკისებური ნეირონების განვითარებაში ხელს უშლის მიბაძვის
ჩამოყალიბებას და იწვევს ასპერგერის სინდრომის მთავარ პრობლემას: გართულებულ სოციალურ
ინტერაქციას. მაგალითად, ერთმა კვლევამ გამოავლინა მიბაძვის ცენტრის დაგვიანებული აქტივაცია
ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანთან. ეს თეორია კარგად თავსდება სოციალური კოგნიციის
თეორიასთან, რომლის მიხედვითაც აუტისტურ ქცევას იწვევს საკუთარი და სხვისი ფსიქიკური
მდგომარეობის გაგების უუნარობა. იგი ასევე კარგად თავსდება ემპათია-სისტემატიზაციის
თეორიასთან. ამ უკანასკნელის მიხედვით, აუტისტური სპექტრის ინდივიდებს კარგად შეუძლიათ
საკუთარი შინაგანი პროცესების სისტემატიზირება, მაგრამ ნაკლებად გარედან შემომავალი
აგენტების გაგება და კონტროლი.


ასპერგერის
სინდრომის სხვა შესაძლებელი მექანიზმი შეიძლება მდგომარეობდეს სეროტონინის და ნათხემის დისფუნქციასთან.




ასპერგერის სინდრომის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები:


ასპერგერის სინდრომის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ბევრს
ავტორს აქვს შემუშავებული, მაგრამ ყველაზე ახლოს ჰანს ასპერგერის განსაზღვრებასთან
დგას გილბერგის მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები. ამ სინდრომის ჩართვამ IСD-10-სა
და DSM-IV-TR-ში დიაგნოზის ფართო აღიარება
და ასევე დიდი გაუგებრობაც გამოიწვია. ასპერგერის სინდრომი DSM-IV-TR-ში ცნობილია როგორც
ასპერგერის აშლილობა. ორივე ზემოთხსენებული კლასიფიკაციის კრიტერიუმი განსხვავდება
გილბერგის კლასიფიკაციისა და თვით ჰანს ასპერგერის კრიტერიუმებისგან.


● გილბერგის
(1991) მიერ შემუშავებული კრიტერიუმები:


1. სოციალური
ურთიერთქმედების გართულება


2. ვიწრო
ინტერესები


3. შეუცვლელი
რუტინა


4. მეტყველების
თავისებურება


5. არავერბალური
კომუნიკაციის პრობლემები


6. ტლანქი
მოტორიკა





●ასპერგერის სინდრომის
დიაგნოსტიკური კრიტერიუმები DSM-IV-TR-ის მიხედვით :


A.
სოციალურ ურთიერთობათა თვისობრივი დარღვევა
– ვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი სიმპტომებიდან ორ მათგანში მაინც:


1. არავერბალური ქცევის გამოხატული დარღვევა;


2. თანატოლებთან ასაკობრივი განვითარების შესაბამისი
ურთიერთობის


დამყარების შეუძლებლობა;


3. სხვა ადამიანებთან ერთობლივი გართობის, საერთო ინტერესებისა
და


თანამშრომლობის სპონტანური სურვილის დეფიციტი;


4. სოციალური თუ ემოციური რეციპროკულობის ნაკლოვანება.





B. განმეორებადი, სტერეოტიპული ქცევები,
ინტერესები, მოქმედებები _ ვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთში
მაინც:


1. სტერეოტიპული, შეზღუდული, ვიწრო ინტერესებით შემოფარგვლა;


2. სპეციფიკური რიტუალების ზედმიწევნით დაცვა ყოველდღიურ
ცხოვრებაში;


3. სტერეოტიპული და განმეორებადი მოტორული მანერულობა






C.
ეს დარღვევები იწვევს სოციალური, შრომითი და
სხვა საზოგადოებრივი ფუნქციონირების კლინიკურად მნიშვნელოვან დარღვევებს.





D. არ აღინიშნება კლინიკურად გამოხატული
ჩამორჩენა მეტყველებაში (ორი წლისათვის ცალკეული სიტყვების, სამი წლისათვის _ ცალკეული
ფრაზების გამოყენება).





E. არ
ვლინდება კლინიკურად გამოხატული ჩამორჩენა კოგნიტურ განვითარებაში, ან ასაკის შესაბამის
თვითმომსახურების ჩვევებში, ადაპტაციურ ქცევაში
(სოციალური ურთიერთობის გარდა) და გარემოსადმი ცნობისმოყვარეობაში.





F. ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს სხვა
სპეციფიკური პერვესიული დარღვევები და შიზოფრენია.





●ასპერგერის
სინდრომის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ICD 10-ის მიხედვით :


A. არ აღინიშნება მეტყველების, ან კოგნიტური განვითარების კლინიკურად გამოხატული
ჩამორჩენა. დიაგნოზი მოითხოვს,
რომ ცალკეული სიტყვების გამოყენება ორ წლამდე, ხოლო კომუნიკაციური ფრაზული მეტყველება
სამი წლის ასაკისათვის ვითარდებოდეს; თვითდახმარება, ადაპტაციური ქცევა და გარემოსადმი
ცნობისმოყვარეობა ნორმალური ინტელექტუალური განვითარების შესაფერისი იყოს. ამავე დროს,
ამ სინდრომის შემთხვევაში, მოტორული განვითარება ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას, აღინიშნება
მოტორული მოუქნელობა; ხშირია იზოლირებული სპეციფიკური ჩვევები, რომლებიც ანომალურ ვიწრო
ინტერესთანაა დაკავშირებული, თუმცა, არ წარმოადგენს აუცილებელ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს.


B.
რეციპროკული სოციალური ურთიერთობის თვისობრივი
დარღვევა : დიაგნოზი მოითხოვს მნიშვნელოვან
დარღვევებს შემდეგი ხუთი სფეროდან სამში მაინც:


1. თვალებით კონტაქტის, სახის გამომეტყველების, სხეულის
პოზისა და ჟესტების ადეკვატური გამოყენების ნაკლოვანება სოციალური ურთიერთობის რეგულაციის
მიზნით;


2. თანატოლებთან ინტერესების, ემოციების გაზიარებისა
და ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა (მისი გონებრივი ასაკის შესაბამისი);


3. სტრესის ან დისტრესის დროს სხვებისათვის კომფორტის
შეთავაზებისა და თანაგრძნობის შეუძლებლობა, სხვა ადამიანებისგან დახმარების მიღების
იშვიათი ძიება;


4. სხვა ადამიანებისათვის სიამოვნებისა და სიხარულის
გაზიარების ნაკლოვანება;


5. სოციალურ-ემოციური რეციპროკულობის სიმწირე, რაც ვლინდება
სხვა ადამიანების ემოციებზე რეაგირების დარღვევაში; სოციალური კონტექსტის მიხედვით
ქცევის რეგულაციის ნაკლოვანება, ან სოციალური, ემოციური და კომუნიკაციური ქცევების
სუსტი ინტეგრაცია;


C.
შეზღუდული ქცევების, მოქმედებებისა და ინტერესების
განმეორებადი,


სტერეოტიპული
ხასიათი დიაგნოზი მოითხოვს მნიშვნელოვან დარღვევებს შემდეგი
ექვსი სფეროდან ორში მაინც:


1. ყოვლისმომცველი სტერეოტიპული და შეზღუდული ინტერესი;


2. სპეციფიკური მიჯაჭვულობა უჩვეულო ობიექტებზე;


3. აკვიატებული მიწებება არაფუნქციონალურ წესებსა და
რიტუალებზე;


4. სტერეოტიპული და მოტორული მანერულობა, რაც მოიცავს
ხელების/თითების ტრიალს, ქნევას, ან სხეულის რთულ მოძრაობებს;


5. შეზღუდული ინტერესი ობიექტების ნაწილების ან სათამაშო
მასალების არაფუნქციონალური ელემენტების მიმართ ;


6. დისტრესი გარემოს უმნიშვნელო ცვლილებების გამო.





დიაგნოზის დასმა და მკურნალობა:


დიაგნოზი ჩვეულებრივ ისმება 4-11 წლის ასაკში. ბავშვის
შეფასება მოითხოვს მულტიდისციპლინარული გუნდის ჩართვას. პროფესიონალები სხვადასხვა
ტესტებისა და ინტერვიუირების მეთოდის საშუალებით აფასებენ ბავშვის კოგნიციას, ფსიქომოტორულ
ფუნქციონირებას, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარებს, დასწავლის უნარს
და ა.შ. არასწორმა დიაგნოზმა შეიძლება ბავშვის და ოჯახის წევრების ტრავმირება გამოიწვიოს,
ასევე ქცევის გაუარესება. ეს სინდრომი ხშირად
ეშლებათ ყურადღების დეფიციტის სინდრომში. მოზრდილებისთვის ასპერგერის დიაგნოზის დასმა
უფრო ძნელია, ვინაიდან მისი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები გათვალისწინებულია ბავშვებზე
და გამოხატულება იცვლება ასაკთან ერთად. მოზრდილებისთვის დიაგნოზის დასმა მოითხოვს
სამედიცინო ისტორიის გულმოდგინედ გამოკვლევას და მისი ბავშვობისდროინდელი ქცევების
გათვალისწინებასაც.


ჯერჯერობით ასპერგერის სინდრომის წამალი და რაიმე სახის
სპეციალური მკურნალობის კურსი არ არსებობს. თუმცა, ვარსებობს მრავალი მიდგომა, თერაპია
და ჩარევა, რომლებმაც შესაძლოა გააუმჯობესონ ადამიანთა ცხოვრების ხარისხი და ხელი ხეუწყონ
მათ სოციალიზაციას. პროფესიონალები თანხმდებიან იმაზე, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში
ხდება ინტერვენცია, მით უკეთესია. ასპერგერის სინდრომის შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა
თერაპია და არ არსებობს ერთი საუკეთესო მეთოდი. ეს თერაპიებია:


1. სოციალური უნარების ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციისთვის;


2. კოგნიტურ-ქცევითი თერაპია-რათა გაუჯობესდეს დაძლევის
სტრატეგიები;


3. მედიკამენტებით მკურნალობა;


4. ოკუპაციური თერაპია;


5. ტრენინგის ჩატარება მშობლებისთვის, რათა მათ აითვისონ
ქცევითი ტექნიკები სახლში გამოსაყენებლად;


6. სოციალური კომუნიკაციის ინტერვენცია (საუბრის თერაპია),
რომელიც გულისხმობს საუბრის წარმართვის სწავლებას.



ასპერგერის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან ურთიერთობისას
აუცილებელია მოზრდილთა დიდი მოთმინება და მათი მხრიდან ბავშვის ქცევის სწორი ინტერპრეტაცია.გამომდინარე
იქედან, რომ მათ უჭირთ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა ესაჭიროებათ თანმიმდევრული
დახმარება. მათ უძნელდებათ რამდენიმე თანმიმდევრული მოქმედების გეგმის მიხედვით წარმოება,
ამიტომ აუცილებელია უფროსოს მხირდან მიეწოდოს მაქსიმუმ ორსაფეხურიანი მითითებები, მარტივი
ფრაზებითა და საუბრის ნელი ტემპით. ბავშვი წინასწარ უნდა მომზადდეს დღის წესრიგის მოსალოდნელი
ცვლილებისათვის, რადგან მოულოდნელი ცვლილება, შეიძლება უმართავი ქცევისა და სიბრაზის
აფეთქების მიზეზი გახდეს. ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვები, როგოგრც უკვე აღვნიშნეთ,
ძალიან მგრძნობიარენი არიან სენსორული სტიმულების მიმართ, ამიტომ აუცილებალია მაქსიმალურად
მოვარიდოთ ისეთ სიტუაციებს, რომელბმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი სტიმულირება და აფექტური
ქცევა. სასურველია საუბრისას არ ვაიძულოთ თვალებით კონტაქტი, რადგან მათთვის ეს სტიმულაცია ძალიან გამაღიზიანებელია. სწორი დახმარების გაწევითა და წახალისებით ასპერგერის
სინდრომის მქონე ადამიანებმა შესაძლებელია სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრონ.



ქეისი :

მე გადავწყვიტე განმეხილა ერთ-ერთი მათგანი - მხატვრული
ფილმი ”Adam”. იგი მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც ასპერგერის სინდრომითაა დაავადებული.
ეს ფილმი საშუალებას გვაძლევს თვალნათლივ დავინახოთ და გავაცნობიეროთ ასპერგერის სინდრომის
ყველა ის თვისება თუ მახსიათებელი, რომლებიც ვერიკომ ზემოთ გაგვაცნო.


ფილმის დასაწყისშივე ვხედავთ, რომ მას რაღაც სჭირს მაგრამ
ვერ ვხვდებით რა . ადამი თითქოს სრულფაასოვნად ცხოვრობს : აქვს სამსახური, სახლი, კითხულობს წიგნებს, გატაცებულია ასტრონომიით, მაგრამ
მის ქცევაში მაინც შეინიშნება უცნაურობა. მამის გარდაცვალებამ თითქოს არაფერი შეცვალა
მასში არანაირ ემოციას არ ავლენს, მისმა თანამშრომლებმა არც კი იციან რომ ადამს მამა
აღარ ჰყავს.


იგი რუტინულად აგრძელებს ცხოვრებას. აქვს მკაცრად გაწერილი, სტერეოტიპული მოქმედებები.
მაგალითად ერთნაირ პოზაში ერთი და იმავე მანერით ჭამს ერთსა და იმავე საჭმელს, ალაგებს
ტანცასმელს გარკვეული თანმიმდევრობით, თითო დღეს თითო მოქმედებას ასრულებს : მაგალითად,
ერთ დღეს იატაკს წმენდს, მეორე დღეს მტვერს და ა.შ.


მას არ შეუძლია თვალებში
უცქიროს მოსაუბრეს.


ადამს აქვს ნიჭი რომელიც სხვებისგან განსხვავებულს ხდის
. იგი მაღალ დონეზე აპროექტებს მექანიკურ თოჯინებს და სწორედ
მისი ნიჭი ხდება მიზეზი სამსახურის დაკარგვისა.



როგორც ყველა ასპერგერის სინდრომით დაავადებულს ადამსაც
უჭირს სიახლესთან ადაპტირება. მამის გარდაცვალების შემდეგ, იმ დროს, როდესაც ყველაზე
მეტად სჭირდება ადამიანი, რომელიც გვერდით დაუდგება და გაუგებს, ადამის ცხოვრებაში
შემოდი ახალი პერსონაჟი - ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მის მეზობლად ქირაობს ბინას.
ბეტი თავიდანვე ამჩნევს, რომ ადამი სხვებს არ გავს, მაგრამ მანამ, სანამ ბიჭი თავად
არ ეტყვის ასპერგერის სინდრომზე გოგონა ვერ ხვდება ზუსტად რაშია მისი უცნაურობის საიდუმლო. ამის შემდეგ გოგონა მაქსიმალურად ცდილობს სოციუმში
მის აქტიურ ჩართვას, მაგრამ ყველა საწყისი ცდა, როგორც მოსალოდნელია, კრახით სრულდება.



ადამს უჭირს
უცხო გარემოსთან ადაპტაცია, კომუნიკაცია უცხო ადამიანებთან, საუბრობს სრულიად არაადეკვატურ
და არაკონტექსტუალურ თემებზე (მხოლოდ იმაზე, რაც მას აინტერესებს), მაგრამ პროფესიულ
დონეზე (განვითარებული აქვს ზეპირი მეხსიერება).


მას არ შეუძლია ხუმრობისა და ირონიის გაგება. ვერ იგებს
გადატანითი მნიშვნელობით საუბარს.


ადამის მთავარი პრობლემა სამსახურის ძებნისას გასაუბრების
პროცედურა იყო. მისი მონდომებისა და ბეტის დახმარების ხარჯზე ფილმში ნაჩვენებია, რომ
ასპერგერის სინდრომით დაავადებულ ადამანსაც შეუძლია ნორმალური ფუნქციონირება რეგულარული
სწავლებისა და ტრენინგის შედეგად. ადამი ამას ამტკიცებს იმ ეპიზოდში, როცა გასაუბრებას
წარმატებით გადის.


მიუხედავად იმისა, რომ ადამს ძალიან შეუყვარდება ბეტი
ვერნაირად ვერ გამოახატავს ამას ისე, რომ გოგონა მიხვდეს და დარწმუნდეს მის გრძნობებში.
ესეც როგორც უკვე ვახსენეთ, ასპერგერის სინდრომის ერთ-ერთი მახასიათებელია.


ფილმის ბოლოს ადამი მისი მდგომარეობიდან გამომდინარე
აღწევს შესაძლებლობების მაქსიმუმს, ანუ ახდენს სრულყოფილ ადაპტაციას სოციუმში : დადის
წვეულებებზე, ეკონტაქტება უცხო ადამიანებს, მუშაობს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და
თითქმის ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. რაც ყველაზე მთავარია მან გადალახა
მიჯაჭვულობის გრძნობა საკუთარ ქალაქთან და შეეგუა ყველაზე დიდ ცვლილებას - საცხოვრებელი
ადგილისა და სოციუმის გამოცვლას. რაც, როგორც წესი, ჩვეულებრივი განვითარების მქონე
ადამიანთათვისაც რთული შესაგუებელია.


რეჟისორ მაქს მეიერის ეს შესანიშნავი ნამუშევარი ზედმიწევნით
ზუსტად ასახავს ასპერგერის სინდრომით დაავადებული ადამიანის ცხოვრების ყველა დეტალს.
მასში ასახულია ყველა ის თვისება, რაც ასპერგერის სინდრომისთვისაა დამახასიათებელი
და ნაჩვენებია ის გზა, რომლითაც შეიძლება ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ. ყველა ამ ფაქტორის
გათვალისწინებით, მე გირჩევთ ნახოთ ფილმი, რადგან იგი მოგცემთ საშუალებას თეორიულად წაკითხული პრაქტიკაშიც იხილოთ.

1
2132
3-ს მოსწონს
ავტორი:ვერიკო
ვერიკო
2132
  
2015, 4 ივნისი, 15:01
ვერიკო გამარჯობა,

დიდი მადლობა სტატიისათვის. მე ვარ ასოციაცია გენეზისის დამაარსებელი და ვმუშაობ ასპერგერის სინდრომზე. თუ შეიძლება თქვენთან დაკავშირება
0 1 1