x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
მაგარი ლექსი

მე შენთვის ვწერდი ლამაზ სტრიქონებს, ყველაფერს ლამაზს შენ გადარებდი, გიკრეფდი ვარდებს და იის კონებს მეგონა შენს გულს გავახარებდი. შავ მერცხალივით შორს გამიფრინდი უშენოდ დამრჩა კვლავ სიმარტოვე.დღეს გადავაგდე კალამი ხრამში და პოეზია ცას მივატოვე, მშვიდობით ჩემო ნაზო ქმნილებავ, მშვიდობით ჩემო ოცნების ვარდო, მშვიდობით ჩემო ციცინათელავ ჩემს ოცნებებში გაზრდილო ქალო შენ სიყვარული არა გცოდნია და ერთგულება იცი მცირედით, მე დაგარქმევდი ქალავ ცოდვიანს და უფრო მშვიდად დავიძინებდი, მე შენზე ლექსით ვიტყოდი აუგს, სიტყვებს ვაქცევდი ხმლებად ტყვიებად, რომ წესი იყოს ჩემს ლამაზ მთებსი უმწეო ქალზე სურისძიება.დღე-დღეს მიჰყვება წყებათაწყება, როგორც ფოთლები ლამაზ ვერხვების, სიცოცხლე შენზე ფიქრში გავლიე სიკვდილსაც შენზე ფიქრში შევხვდები.

0
456
2-ს მოსწონს
ავტორი:სიმონა
სიმონა
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0