x
image
worldsport.ge
თამაში ფენტეზიდან რეალობაში

imageვისაც ფენტეზის ჟანრის წიგნები და ფილმები გიზიდავთ, ალბათ ყველას გექნებათ წაკითხული ჰარი პოტერის შვიდწიგნეული და ყველას გეცოდინებათ თუ ვინც არის, “შუბლზე ნაიარევიანი ბიჭი, რომელიც გადარჩა”.
ჰარი პოტერის შესახებ წიგნშიც და ფილმებშიც ხშირად ნახავთ “ქვიდიჩად” წოდებულ სპორტულ სანახაობას, რომელსაც მხოლოდ მფრინავ ცოცხებზე ამხედრებული ჯადოქრები თამაშობენ. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი მხოლოდ ფანტაზიის სფეროა და ასეთადვე დარჩებოდა, რომ არა ვინმე ლენდი გოელი. ეს გახლავთ ბრიტანელი პენსიონერი ფიზიკოსი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვიდიჩი – არარსებული სპორტის სახეობა, რეალობაში შეექმნა და კიდეც დაიწყო ამის განხორციელება.
ამ ჩვენმა მოხუცმა ლენდიმ, შექმნა რამდენიმე მფრინავი აპარატი, რომელზეც ადამიანი თავისუფლად დაჯდება და გარკვეული პირუეტების კეთებასაც კი შეძლებს. თამაშის დროს ბურთებად გამოყენებული იქნება ელექტრონით დამუხტული მრგვალი სფეროები, რომლებიც დარტყმის შედეგად ტრაექტორიას საპირისპირო მიმართულებით შეიცვლიან.
როგორც თავად გამომგონებელი ამბობს, მის მიერ რეალობად ქცეული მითიური თამაში ჯერ არაა სრულყოფილი. მაგრამ იგი პირობას დებს, რომ დაახლოებით ორ წელიწადში, “ქვიდიჩის” თამაში ნებრისმიერ ადამიანს შეეძლება. მსურველი თუ იქნება – ისაა საქმე...


www.worldsport.ge

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0