x
როგორ დავიყენოთ სექსუალური მუცლის პრესი

image ქართველებში ძალიან გავრცელებულია სხეულის დეფორმაციის პრობლემები.ერთ–ერთი მათგანი მუცელთან და წელთანაა დაკავშრებული.სექსუალურ და მიმზიდველ სხეულს კი ბევრი მუშაობა და დატვირთვა სჭირდება .

წამოზრდილი მუცლის ფორმასთან და შევსებულ წელთან საბრძოლველად, პირველ რიგში პრესის ვარჯიშებებს მიმართავენ ხოლმე.მუცლის კუნთების ვარჯიში რა თქმა უნდა აუცილებელია, პრესების შესრულება დაგეხმარებათ ტონუსში მოიყვანოთ კუნთები, გაიუმჯობესოთ მუცლის ფორმა და მოყვანილობა, გაიმართოთ წელში და შეცვალოთ სიარულის მანერა უკეთესობისაკენ. თუმცა ეს არაა ყველაფერი.საქმე ის გახლავთ, რომ ლამაზი და სექსუალური მუცლის ფორმის მისაღწევად მარტო პრესის ვარჯიში არაა საკმარისი, ის ამუშავებს და აძლიერებს კუნთებს, ფორმას აძლევს, მუცელი აღარაა მოთენთილი, ჩამოწეული, მაგრამ პრესები არ წვავს მუცლის არეში ცხიმის ფენებს –ლამაზი მუცლის საიდუმლო სამზარეულოში იმალება – აუცილებელია შეამციროთ თქვენი კვების კალორაჟი, ჭამეთ ნაკლები, შეამცირეთ ტკბილეული და ცომეული, ერიდეთ ალკოჰოლს.პრესის ვარჯიშებს აუცილებლად დაუმატეთ აერობიკა, რომ მოიცილოთ ის ცხიმის ფენა, რომელიც თქვენს მუცლის კუნთოვან შრეს ეფარება.აერობული ტიპის დატვირთვებიდან საუკეთესოდ ითვლება ლახტით ხტუნვები, სირბილი, ველოსიპედით სიარული. ასეთი ტიპის დატვირთვების რაოდენობა საჭიროა კვირაში 3-4-ჯერ ნახევარი საათის განმავლობაში. ეს ვარჯიშები აუცილებელია, რადგან იზრდება მეტაბოლიზმის პროცესი, რომელიც აიძულებს ორგანიზმს მოიხმაროს ყველა სახის გადანახული ენერგიის მარაგი, მათ შორის ცხიმიც.

პრესის ვარჯიშები საშუალოდ 4-ჯერ უნდა შევასრულოთ კვირაში.არსებობს სხვადასხვა სახის ვარჯიში.მათ შორის გამოვარჩევდი ტურნიკზე შესასრულებელ პრესებს, ეს შემდეგნაირად სრულდება: 1. ვეკიდებით ხელებით და ერთმანეთზე მიკრობილი მუხლები მკერდთან ამოგვაქ. 2. ვეკიდებით ტერფებით (ეს სპეციალურ ტურნიკს საჭიროებს) და ხელები ერთმანეთის მონაცვლეობით მიგვაქ ფეხებთან. რათქმაუნდა სხვა ვარჯიშებიც არსებობს, მაგრამ პირადი გამოცდილებით ამათ გირჩევთ, შედეგს უფრო მალე მიიღებთ.

პრესის ვარჯიშები სხვადასხვა კატეგორიებად შეიძლება დაიყოს სირთულის მიხედვით.ამ კატეგორიების ნახვა http://www.youtube.com ზეა შესაძლებელი ქვემოთ ჩამოთვლილი სათაურების დაკოპირებით:


1.ჩაინიკთათვის :abs workout how to have six pack level 1

2.დამწყებთათვის:abs workout how to have six pack level 2

3.მოყვარულთათვის:abs workout how to have six pack level 3

4.პროფესიონალთათვის:abs workout how to have six pack level 4

5.პრესის მამებისთვის: abs workout how to have six pack level 5

დამერწმუნეთ ამ ვარჯიშების შესრულება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპებიდან მეოთხეზე გადახვიდეთ, საჭიროა რეგულარული ვარჯიში არანაკლებ ერთ წელიწადზე.

ვარჯიშები ერთი მისვლით არ უნდა შეასრულოთ. საჭიროა რამდენიმე წუთი შესვენება პერიოდულად. ამ მოძრაობების დროს გულის კუნთიც მუშაობს და ზოგადად მთელს ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს.გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!!!

9
5332
20-ს მოსწონს
ავტორი:Otato
Otato
5332
  
2016, 31 იანვარი, 19:10
ავტორო აზზრე არა ხარ რას წერ, სპორტული გვერდები მაინც გადაიკითხე ხოლმე
2013, 26 ივნისი, 3:10
რატმინდა პრესი ჩემ გიპს ვენაცვალე :D პრესიც ესა გარმონც დოლიც :D:D:D
2013, 26 ივნისი, 3:09
:D:D:D
2013, 28 აპრილი, 13:08
კასრულით ))
2013, 12 მარტი, 12:45
ამ სტატიის ავტორი აზზრზე არ არის რას წერს.
1. პრესის განვიტარება წელში არ გაგმართავთ, არამედ პირიქით მოგხრით, რადგან პრესი გაძლიერდება და მკერდს და მენჯს ერთმანეთისკენ მოქაცავს.
2. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ ცოტა, პირიქით ჭამეთ მეტი, ოღონდ შეცვალეთ რაციონი: 2 გრამი ცილა 1 კგ თქვენს წონაზე, მხოლოდ რთული ნახშირწყლები, არავიტარი ცხოველური ცხიმი, არავითარი ნახშირწყალი 5 საათის შემდეგ, წესიერი ძილი, და მინიმუმ 6ჯერ ჭამა დღეში პატარ-პატარა პორციებით. აი ეს უმატებს მეტაბოლიზმს და არა სირბილი და ველოსიპედი!!
3. რაც შეეხება სირბილს იგი უმატებს მეტაბოლიზმს მხოლოდ სირბილის დროს და სირბილსაც გააჩნია თუ თქვენი გულისცემა სირბილის დროს იქნება თქვენი მაქსიმალური გულისცემის 70%, ამ შემთხვევაში თქვენ დაწვავთ მხოლოდ ცხიმს და არა ,,ყველა შემონახულ ენერგიას" როგორც ავტორმა აღნიშნა.
პრესის დასანახად დაგჭირდებათ სულ რაღაც 3-4 ტვე თუ დაიცავთ ამ წესებს და არა 1 წელი! მაგრამ რათქმაუნდა ღიპსაც გააჩნია. გისურვებტ წარმატებებს.
2012, 4 ოქტომბერი, 20:10
კაი რამეა
2012, 18 ივლისი, 15:40
გოგოებმა ჩაინიკით უნდა დაიწყონ? :)))))
2012, 14 ივნისი, 21:05
5 _ს ავირჩევ მე :P
2012, 4 ივნისი, 20:12
რამხელა ციტატაა სანამ წავილიტხე თვალებზე დამაჯდა პრესი :D
0 1 9