x
image
K.P.
ზარმაცების დიეტა-დაიკელი წონაში ჩვეულებრივი წყლის მეშვეობით

image

ალბათ არ იცოდით, რომ წონაში დაკლება ჩვეულებრივი წყლის დახმარებითაც შესაძლებელია, რაც მთავარია ისე იკლებთ წონაში, რომ საკვების რაციონს არ ზღუდავთ. პირველად "წყლის დიეტის" შესახებ პოპულარული ტელეშოუს "მარტოხელას სამზარეულოს" წყალობით შევიტყვე, სადაც ფიტნეს ინსტრუქტორი ალექსანდრე რუდინცკი ამტკიცებდა: "ორგანიზმი საჭიროებს წყალს და მხოლოდ წყლის დახმარებით ახდენს თვითგაწმენდას. იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენიმე მილილიტრი წყალია აუცილებელი ადამიანისთვის დღის განმავლობაში, მისი წონა უნდა გავამრავლოთ 30 მილილიტრზე. მაგალითად თუ ადამიანი 100კგ-ს იწონის, დღის მანძილზე მისთვის აუცილებელია 3 ლიტრი სუფთა წყალი".

რჩევა ჭკუაში დამიჯდა და გადავწყვიტე მეტი ინფორმაცია მომეძიებინა ე.წ. "წყლის დიეტის" შესახებ. აღმოჩნდა, რომ წყლის მიღებას თავისი წესები ჰქონია.image

1. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

2. ყოველ წახემსებამდე, თუ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ 2 ჭიქა წყალი.

3. წყალი არ დალიოთ კვების დროს და ჭამიდან 2 საათის მანძილზე (არ იგულისხმება ჩაი, ყავა, ცხელი შოკოლადი და ა.შ.)

4. თუ შედეგის მიღება სწრაფად გსურთ რაციონიდან წყლის გარდა ყველა სასმელი უნდა ამოიღოთ.

5. დარწმუნდით წყლის სისუფთავეში. image

0
4643
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
4643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0