x
image
worldsport.ge
ვენგერმა “არსენალთან” მოლაპარაკება დაიწყო

imageლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა საკუთარ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო.
The Guardian-ის ინფორმაციით, ამჟამინდელ შეთანხმებას ვადა 2014 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ 63 წლის ფრანგს პრემიერლიგაში დარჩენა სურს და ამის გამო უარი შეუთვალა პსჟ-ს, რომელიც არსენს კარლო ანჩელოტის შემცვლელად მოიაზრებდა.
“პსჟ-ში ჩემს გადასვლაზე მხოლოდ იმის გამო საუბრობენ, რომ ფრანგი ვარ და კლუბის მფლობელებსაც ვიცნობ. მაგრამ ეს სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს, ახლა უკვე პარიზში ვიქნებოდი. ჩემი გული “არსენალს” ეკუთვნის და მსურს, რომ აქ კიდევ დიდი ხნით დავრჩე. ამ საკითხთან დაკავშირებით ივან გაძიდისთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ყველაფერი კარგად მიდის და ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია”, - განაცხადა ვენგერმა.
“მეთოფეთა” აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაძიდისმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სურს ვენგერს ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0