x
image
lady.ge
საღამოს პოზიტიური განწყობა-უყურეთ ფილმებს Lady.ge-სთან ერთად
image
გავყვეთ უკან ნემსიყლაპიას..



დღევანდელ საღამოს, მინდა მსუბუქი მისტიკის სამყაროში
შეგიტყუოთ ფილმით „Dragonfly“-„ნემსიყლაპია“, რომელიც ჩემი აზრით, ერთერთი ყველაზე თბილი, კეთილი
და სენტიმენტალური სურათია რომელიც ოდესმე მინახავს. მართალია ფილმი არც ისე ახალია,
იგი რამოდენიმე წლის წინ გამოვიდა კინო ეკრანებზე და შესაძლოა ზოდიერთ თქვენგანს ნანახიც
კი ჰქონდეს, მაგრამ „ნემსიყლაპია“ იმ ფილმების რიცხვს განეკუთვნება, რომლის კიდევ ერთხელ,
განმეორებით ნახვაც ისეთივე სიამოვნებას მოგანიჭებთ, როგორიც მისი სადებიუტო ჩვენება.


ეს არის სურათი სამყაროს უცნაურ კანონზომიერებაზე, კავშირზე რეალურ სამყაროსა და იმ

imageსამყაროს შორის, რომელიც თვალით ხილული არაა, მაგრამ რომელიც არსებობს და ჩვენ ამას
ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევიგრძნობთ იმ ადამიანების დახმარებით ვინც ამ სამყაროში
სამუდამოდ იდებს ბინას და თან ჩვენი დიდი სიყვარული და ტკივილი მიაქვს.



image

ცხოვრება სიკვდილის
შემდეგ, როგორ გგონიათ რა არის ჩვენი გარდაცვალება-უკვალოდ გაქრობა თუ სხვა ფორმით
არსებობის გაგრძელება? რამდენად შესაძლებელი გგონიათ ამ სხვა ფორმით არსებობისას თქვენს
ახლობლებთან, საყვარელ ადამიანებთან კონტაქტი? უყურეთ ფილმს და სავარაუდოდ
ბევრ კითხვაზე იპოვნით პასუხს, თუ არ იპოვნით დაფიქრდებით მაინც..





2
448
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
448
  
2018, 11 სექტემბერი, 9:18
http://dev.adjaranet.com/Movie/main?id=20751
ნემსიყლაპია
2014, 12 ივლისი, 13:14
ამ ფილმ სად შეიძლება რომ ვუყურო?
0 1 2