x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134488
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
უგემრიელესი ტორტების რეცეპტები
imageშავი ტორტი


კვერცხისა და შაქრის ფხვნილისგან

გააკეთეთ გოგლიმოგლი, ჩაასხით

არაჟანი. ნახევარი ქილა შესქელებული


რძე, ძმარში გახსნილი სოდა, მარილი,

ფქვილი, 2 სუფრის კოვზი კაკაო,

აურიეთ, დაასხით გაცხელებულ

ტაფაზე და გამოაცხვეთ.

კრემი: ერთად ათქვიფეთ კარაქი,

ნახევარი ქილა შესქელებული რძე,

კაკაო, ვანილი. გამომცხვარი ბისკვიტი შუაზე გაჭერით და კრემი

წაუსვით.

მასალა:4 კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა არაჟანი,

1 ჩაის კოვზი სოდა, ძმარი, 0, 5 ჭიქა ფქვილი, 3 სუფრის კოვზი კაკაო,

150გრ. კარაქი, 1 ქილა შესქელებული რძე, ვანილი.


ლიმონის ტორტი


აიღეთ 5 კვერცხი ცილიან-გულიანად და 3 კვერცხის გული, ცილა კი

შეინახეთ, დააყარეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და გააკეთეთ გოგლი მოგლი, დაამატეთ არაჟანი, აურიეთ გამდნარი გაციებული კარაქი, ძმარში გახსნილი სოდა, შემდეგ ცოტ-ცოტა პურის ფქვილი, კარგად აურიეთ,

მოათავსეთ ქაღალდდაფენილ ფორმაში და გამოაცხვეთ.

კრემი: 3 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა

შაქრის ფხვნილი, გახეხილი ლიმონი, ისევ ათქვიფეთ. გამომცხვარი

ბისკვიტი შუაზე გაჭერით და კრემი წაუსვით.

მასალა: 8 კვერცხი, 200გრ. კარაქი, 3 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 2 ჩაის ჭიქა არაჟანი, 3 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, 2 ლიმონი, 1 ჩაის კოვზი სოდა, ძმარი.

image







1
1196
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
1196
  
2013, 8 სექტემბერი, 23:27
საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, აუცილებლად გამოვაცხობ.
0 1 1