x
image
worldsport.ge
პელეგრინი: “რეალთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებდი”

imageმადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი დარწმუნებულია, რომ “სამეფო კლუბში” დარჩენის შემთხვევაში ბევრი ტიტულის მოგებას შეძლებდა. ჩილელმა სპეციალისტმა “რეალის” სათავეში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც გუნდის ხელმძღვანელობამ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ მოისურვა და მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დანიშნა. ამჟამად მადრიდში აღარც მოურინიო მუშაობს. პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდა.
“მხოლოდ ერთი სეზონი გავატარე “რეალში” და გუნდმა ქულების სარეკორდო რაოდენობა დააგროვა. შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. არადა, თანამშრომლობა რომ გაგვეგრძელებინა, ეჭვი არ მეპარება, არაერთ ტიტულს მოვიპოვებდით”, – განაცხადა პელეგრინიმ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0