x
image
alexareb
ელექტრომიოგრაფია
ელექტრომიოგრაფია – (ელექტრო…, მიო… და …გრაფია), ჩონჩხის კუნთების ელექტრულ პოტენციალთა რეგისტრაცია. პირველად ეს შეძლო გერმანელმა მეცნიერმა
პიპერმა 1907 წელს. ელექტრომიოგრამის მისაღებად იყენებენ კათოდურ ოსცილოგრაფს. აგზნების დენები გამოჰყავთ ელექტროდებით, რომლებსაც ათავსებენ კანზე ან თვით კუნთში.image

კუნთში აგზნების დენები აღმოცენდება იმ ნერვული იმპულსების შედეგად, რომლებიც აქ მოაღწევენ ცენტრალური ნერვული სისტემიდან. ამდენად ელექტრომიოგრამა ასახავს არა მარტო კუნთის მოქმედებას, არამედ ცენტრალური ნერვული სისტემიდან წარმოგზავნილ იმ იმპულსებსაც, რომლებიც კუნთებს გადაეცემა და ამის შედეგად სხეულის მოძრაობას განაპირობებს.

image


































ფიზიოლოგიაში ელექტრომიოგრაფიას იყენებენ კუნთში აგზნების პროცესისა და სხვადასხვა კუნთის მოქმედების კოორდინაციის შესასწავლად, ხოლო ნევროლოგიურ კლინიკაში – კუნთის, ნერვებისა და ნერვული ცენტრების ფუნქციური მდგომარეობის გამოსაკვლევად, რაც ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკას.

ელქტრომიოგრაფის ელექტროდები შედგება
სპეციალური ნემსებისაგან რომელიც თავსდება კუნთში და დაწყვილებული ლითონის ფირფიტებისგან რომელიც
შეიძლება იყოს თუნუქის ვერცხლის და ა.შ. ელექტროდების
ზომა დაახლოებით 10, 5 მმ. ისინი თავსდება ერთმანეთისგან 20-25მმ მოზრდილებში და 10-15მმ ბავშვებში.



image


































ელექტროდები უერთდება გამაძლიერებელს და სწრაფი რეაგირების რეგისტრატორს (ჩამწერს) რისი მეშვეობით სპეციალურ ქაღალდზე ხდება ელექტრომიოგრამის
ჩაწერა.

image




2
1257
4-ს მოსწონს
ავტორი:alexareb
alexareb
1257
  
2012, 8 ოქტომბერი, 0:11
:):):)
2012, 8 ოქტომბერი, 0:11
++++++++++++
0 1 2