x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავის გათავისუფლება
ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავის გათავისუფლება

ეფესელთა მიმართ წერილში 2:1-5 ნათქვამია: `და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის ჩვეულების მიხედვით, ჰაერში გაბატონებული მთავრის სულის ნებით, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს. ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად, მადლით ხართ გადარჩენილები~.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივყვებოდით სატანას, ვიყავით მისი მონები, მივეკუთვნებოდით მის სამეფოს. იესომ თქვა: `ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ქონდეთ და უხვად ქონდეთ~ (იოან.10:10). სატანა იპარავს, კლავს და ანგრევს. ერთადერთი მემკვიდრეობა, რომელსაც ის ფლობს სიკვდილია და მას სიკვდილის გარდა სხვა არაფრის მოცემა არ შეუძლია. სწორედ ამ სიკვდილის, მისი ძალაუფლებისა და მონობისაგან გასათავისუფლებლად მოვიდა იესო.

ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის გათავისუფლება. შეუძლებელია საკუთარი თავის თმებით აწევა. ვერანაირ შინაგან თვითსრულყოფილებას, ადამიანთა არანაირ მცდელობას არ შეუძლია გადაჭრას მთავარი, ღრმა პრობლემა: ადამიანები სულიერად მკვდრები არიან და ცოდვის წყევლის ქვეშ იმყოფებიან, რომელიც მთელ ქვეყნიერებას აწევს. წყევლა მოხსნილი უნდა იყოს და სიცოცხლე კვლავ უნდა ჩაიღვაროს მათში გარე წყაროდან.

იმისათვის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თვით მოიმოქმედონ ეს – მკვდარს არ შეუძლია საკუთარი თავის აღდგენა, უნდა მოვიდეს სხვა ვინმე და გააკეთოს მათთვის ეს. ვიღაცამ უნდა უწილადოს მათ თავისი სიცოცხლიდან, დაანგრიოს ეს წყევლა. დედამიწაზე მცხოვრებთ შორის ამის გაკეთება არავის შეეძლო, რამეთუ ყველანი ერთსა და იმავე წყევლის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი. ამიტომაც ღმერთმა გამოაგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რათა მას თავისი სიკვდილით `ძალა წაერთმია~ (ინგ: დაენგრია, გაენადგურებინა) სიკვდილის ძალაუფლების მქონესათვის, ე.ი. ეშმაკისათვის (ებრ.2:14).

მაშ, რა მოხდა მაშინ, როდესაც იესო მოკვდა? გალატელთა მიმართ წერილში 3:13-14 ნათქვამია: `ქრისტემ გამოგვისყიდა სჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად, ვინაიდან დაწერილია: წყეულია ყოველი დაკიდებული ძელზე, იმისათვის, რომ აბრაამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა სულის აღთქმა მივიღოთ რწმენით~.

როცა იესო მოკვდა, მან თავის თავზე აიღო მთელი ის წყევლა, რაც კაცობრიობას აწვა, იგი გახდა წყეული ჩვენთვის. რა შედის წყევლაში? ამ სიტყვის ფესვის ძირითადი მნიშვნელობა ებრაულ ენაზე შემდეგია: მოშორება, მიტოვება, მოკვეთა, იყო განწირული ნგრევასა და განადგურებაზე.

ბიბლია გვასწავლის, რომ ღვთის მიმართ მორჩილება ადამიანს კურთხევას ანიჭებს, მაშინ, როცა ცოდვა და დაუმორჩილებლობა წყევლის ქვეშ აქცევს მას. ე.ი. ადამიანი საკუთარ თავს აშორებს სიცოცხლეს, რომელიც ღმერთშია.

წყევლა და სიკვდილი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. რჯულის დარღვევა სიკვდილს ნიშნავდა, წყევლაა მასზე, ვინც იგი დაარღვია: `თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა~ (მეორ. რჯ. 28:15).

ადამიანებს მკაცრად უნდა დაეცვათ აღთქმა, რომელიც ღმერთსა და აბრაამს შორის იყო დადებული, ეს მათთვის ერთადერთი საშუალება იყო ამ დედამიწაზე წყევლიდან თავის დასაღწევად. როცა ისინი აღთქმაში იმყოფებოდნენ, დაცულნი იყვნენ, ხოლო როგორც კი არღვევდნენ მას, - წყევლა ძალაში შედიოდა.

3
39
1-ს მოსწონს
ავტორი:აკო
აკო
39
  
2012, 29 მარტი, 19:19
გეტყობა რომ არ გაქ
2012, 29 მარტი, 19:19
იაღოვა არაა თუ გაქ მაგდენი განათლება საერთოდ!
2012, 27 მარტი, 1:05
იეღოველები შეგვეშვას აქ მაინც
0 1 3