x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შევეხოთ კამერას Nikon D3200
კამერის მონაცემებია:
24, 2 მეგაპიქსელი
სენსორის ზომა APS-C (23.2 x 15.4mm)

ფერების სივრცე: sRGB, Adobe RGB
ფოკუსის წერტილების რაოდენობა: 11
ეკრანის ზომა: 3"
ეკრანის რეზოლუცია: 921, 000 პიქსელი
მაქსიმალური ჩამკეტის სიჩქარე: 1/4000 წამი
განათება: კი
განათების სინქრონიზაციის სიჩქარე: 1/200 წამი
მაქს. სურათის გადაღება წამში: 4
ვიდეო
მაქს. გაფართოება: 1920 x 1080(30, 25, 24 fps)
მიკროფონი: კი

მეხსიერება
მეხსიერების ბარათების ტიპები: SD/SDHC/SDXC UHS-I

კავშირგაბმულობა
USB 2.0
HDMI (Mini Type C)
უკაბელო კავშირი (ცალკე აქსესუარი)
დისტანციური კონტროლი (ცალკე აქსესუარი)

ბატარეა: Lithium-Ion EN-EL14 დატენვადი ბატარეა
ბატარეის სიცოცხლე: 540 დატენვა
წონა (ბატარეით): 505გ
ზომები: 125 x 96 x 77 mm

სხვა მონაცემები
ორიენტაციის სენსორი: კი
GPS: კი (ცალკე აქსესუარი))


ახლა კი განვიხილოთ ღილაკები M (manual) რეჟიმში

imageდავიწყოთ მარცხენა მხრიდან.
პირველი ღილაკი არის გალერეისათვის სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ გადაღებული სურათები/ვიდეოები.
MENU ღილაკი, ალბათ მიხვდით პარამეტრების გასასწორებელი მენიუა.
შემდეგ ღილაკსაც მიხვდებოდით ეს არის მისაახლოვებელი ღილაკი.
ამის შემდეგ მოდის ღილაკი რომ მიახლოვებული სურათი დავაშოროთ, მაგრამ აქვს ასევე სხვა ფუნქციაც, მაგალითად როდესაც მენიუში ხართ და არ იცით რაიმე ფუნქცია რას ნიშნავს, დააჭერთ ამ ღილაკს და სანამ არ აუშვებთ მანამდე გიჩვენებთ ამ ფუნქციის განმარტებას.
! ეს ღილაკი გიჩვენებთ თქვენი ამჟამინდელი ექსპოზიციის პარამეტრებს (ახლა რაცაა ნაჩვენები ეკრანზე) და ასევე სხვა ექსპოზიციის პარამეტრებშიც შედის.
გადავიდეთ მარჯვენა მხარეს.
AE-L/AF-L ამ ღილაკს რომ დავაჭერთ, ფოკუსი ჩაიკეტება, ანუ როდესაც დავაჭერთ სურათს გადასაღებად თითს ღილაკს ნახევრად, კამერა ფოკუსირებას აღარ მოახდენს.
გვაქვს ბორბალი, რომლის დატრიალებისასაც ჩამკეტის სიჩქარე იცვლება.
Lv ამ ღილაკით ირთვება Live View ანუ ეკრანზე გიჩვენებთ რასაც სენსორი ხედავს.
ნავიგაციის ღილაკზე აღარ ვისაუბრებ და გადავალ შემდეგზე.
გვაქვს ღილაკი რომელსაც ახატია პატარა ჩარჩოები, ეს გვაძლევს საშუალებას რომ ავირჩიოთ თუ როგორ ვიღებთ სურათს. პირველი პარამეტრია Single ანუ ერთ თითის დაჭერაზე თითო სურათს იღებს, მეორეა Continuous, რომლის დროსაც თითის დაჭერაზე მანამდე გააგრძელებს კამერა სურათების გადაღებას სანამ არ ავუშვებთ, ხოლო შემდეგ მოდის ტაიმერის ფუნქციები.
შემდეგ კი მოდის წასაშლელი ღილაკი (მენიუებში Reset ფუნქციასაც ასრულებს). წაშლისას კი ორჯერ უნდა დავაჭიროთ ამ ღილაკს (ჯერ წაშლის ღილაკზე დაჭერა და შემდეგ OK ღილაკზე ასე სურათია არ წაიშლება).

ახლა გადავიდეთ კამერის ზემოთა ნაწილზე



imageზემოთა მხარეს გვაქვს ჩართვა/გამორთვის და გადასაღები ღილაკები.
წითელ წერტილიანი ღილაკი არის ვიდეოს გადასაღებად (გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოს გადასაღებად ჯერ უნდა ჩართოთ Live View)
info ეს იგივეა რაც ეკრანთან მდებარე ! ღილაკი, გიჩვენებს ექსპოზიციის პარამეტრებს.
+/- ჩვეულებრივ დაჭერისას არაფერს აკეთებს, მაგრამ როდესაც ამ ღილაკს დავაჭერთ და თან დავატრიალებთ ბორბალს მაშინ დიაფრაგმის სიდიდე შეიცვლება (დიაფრაგმის სიდიდე არ იცვლება Live View რეჟიმში პირდაპირი ჩვენებისას).


და ბოლოს, კამერის წინა მხარimage


აქ სულ ორი ღილაკია, პირველი განათების ამოსაგდებად.
Fn ღილაკს კი შეიძლება ჰქონდეს 4 სხვადასხვა ფუნქცია: Image quality, ISO, white balance, active D-lightning.
მე პირადად მიყენია ISO-ზე, როდესაც ამ ღილაკს თითს და ბორბალს დავატრიალებ ISO იცვლება.




1
168
1-ს მოსწონს
ავტორი:PH. გიორგი დოლიძე
PH. გიორგი დოლიძე
168
  
2013, 6 ივლისი, 20:08
კარგია,წარმატებები.
0 1 1