x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
15 ფაქტი კოკა-კოლაზე, რომელიც გონებას აგირევთ
კოკა კოლა
კოკა-კოლა არის ყველგან.

უკვე ხატად ქცეულ ამერიკულ ბრენდს მსოფლიოს მაშტაბით ყველგან იცნობენ. კოკა-კოლა გვხვდება მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში.
მეტიც, ათასობით ისეთი სასმელი არსებობს, რომლის შესახებაც არაფერი გაგიგიათ, თუმცა ეკუთვნის კოკა-კოლას ოჯახს.

კოკა-კოლა ინარჩუნებს ამერიკის გაზიანი სასმელების ბაზრის ლიდერობას 42.8%-ით. აღსანიშნავია პეპსის მაჩვენებელი, 31.1%.

მსოფლიოს მაშტაბით ჯამში 1.7 მილიარდი კოკა-კოლის
პორცია ისმევა.

imageმსოფლიოში მოხმარებული ყველანაირი სასმელის 3.1% არის კოკა-კოლას პროდუქცია
ყოველდღიურად მირთმეული 55 მილიარდი პორცია სასმელიდან (წყლის გარდა), 1.7 მილიარდი მოდის კოკა-კოლას სასმელებზე.

თუ შენ ყოველდღე კოკა-კოლას ოჯახის ერთი სასმელი დალიე, ყველას გასასინჯად 9 წელიწადი დაგჭრდება.
image

კოკა-კოლა აწარმოებს 3.500-ზე მეტი სახის სასმელს (აქედან 500 ბრენდია), დაწყებული სოდიანით, გაგრძელებული ენერგეტიკულით და დამთავრებული სოიოს სასმელებით.


კოკა-კოლა თავისი 35.1 მილიარდიან შემოსავლით რიგით 84-ე უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. იგი კოსტა-რიკაზე ერთი საფეხურით მაღლა დგას.


image



ბრენდი კოკა-კოლას საბაზრო ღირებულებაა 74$ მილიარდი: უფრო მეტი, ვიდრე ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად

კოკა-კოლა ღირს 74$ მილიარდი, მაშინ, როდესაც ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად 50$ მილიარდი.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კოკა-კოლას შემოსავალი 38%-ით ნაკლები იყო პეპსის შემოსავალზე, კოკა-კოლამ 16 მილიარდით მეტი მოგება მიიღო გამაგრილებელ სასმელებიდან.

გახსოვდეთ, რომ პეფსის ეკუთვნის ისეთი ბრენდებიც, რომლებიც სასმელის ინდუსტრიაში არ მოღვაწეობენ. მაგალითად ყელასთვის ნაცნობი ჩიფსი "ლეისი".

imageკოკა-კოლას აქამდე წარმოებული თითოეული წვეთი რომ 250 გრამიან ბოთლებში ჩავასხათ და დედამიწაზე დავაწყოთ, ის მთვარემდე მიაღწევს და ჩამოვა, არა ერთხელ, არამედ 2000-ჯერ!



თუ კოკა-კოლის 2.8 მილიონ ჩამოსახმელ აპარატს ერთად დავაწყობთ ის დაიკავებს 150.2 მილიონ კვადრატ ფუტს - 4-ჯერ მეტს, ვიდრე ემფაიარ სთეით ბილდინგია.


image


კოკა-კოლის ლოგოს მსოფლიოს მოსახლეობის 94% ცნობს.

კოკა-კოლა არის მსოფლიოს მაშტაბით რიგით მეორე ყველაზე ცნობილი სიტყვა, "ოკეის" შემდეგ.


დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე არსებობს 33 არაალკოჰოლური სასმელის ბრენდი, რომელიც იღებს1$ მილიარდზე მეტ მოგებას. აქედან 15 ეკუთვნის კოკა-კოლას.


image

მსოფლიოს მაშტაბით, საშუალოდ ადამიანი კოკა-კოლას მოიხმარს ყოველ მეოთხე დღეს.


კოკა-კოლა უფრო მეტს ხარჯავს რეკლამაზე, ვიდრე მაიკროსოფტი და ეფლი ერთად.

კოკა-კოლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $2.9 მილიარდი
მაიკროსოფტის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $1.6 მილიარდი
ეფლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $691 მილიონი


ყოველწლიურად, ამერიკელები იღებენ 1.7 მილიონ ტონა (4.8 კგ-ს თითოეული ადამიანი) შაქარს მხოლოდ კოკა-კოლიდან.


imageსაშუალოდ, თითეული ამერიკელი წელიწადში სვამს კოკა-კოლას სხვადასხვა პროდუქციის 399 პორციას. ამის 50% არის კოკა-კოლა, ხოლო ამის 63% - კოკა-კოლა კლასიკი. ეს ნიშნავს, რომ თითეული ადამიანი მოიხმას კოკა-კოლა კლასიკის 125.7 მიღებას.

თითეულ პორციაში რის 39 გრამი შაქარი. შესაბამისად, ერთი ამერიკელი იღებს 4.8 კილოგრამ შაქარს.

ეს რომ გაამრავლო 307 მილიონ ამერიკელზე, მივიღებთ 1.7 მილიონ ტონა შაქარს.


საშუალოდ ერთი მექსიკელი უფრო მეტ კოკა-კოლის ნაწარმს სვამს, ვიდრე საშუალოდ ერთი ამერიკელი, ბრიტანელი, იდოელი და ჩინელი ერთად.

საშუალოდ, ერთი მექსიკელი სვამს 665 პორცია კოკა-კოლის ნაწარმს.

ამერიკელები 399-ს, ბრიტანელები 202-ს, ჩინელები 32-ს, ხოლო ინდოელები 9 პორციას, რაც ჯამში 642 პორცია გამოდის.


ყოველწლიურად, კოკა-კოლა იყენებს 300, 000 ტონა ალუმინს თავისი ქილების წარმოებისთვის. ეს არის ამერიკის ალუმინის ინდუსტრიის დაახლოებით 17.4%.


image

კოკა-კოლა ყიდის 1000-ზე მეტი სახეობის ნატურალურ წვენს, მათ შორის: Simply, Minute Maid, Fruitopia, Hi-C, Fuze და Odwalla

4
1633
4-ს მოსწონს
ავტორი:gota
gota
1633
  
2013, 5 ივლისი, 14:59
სტატია კარგია, სასმელი - საზიზღარი.
გიჟია ეს ხალხი რა, ყველამ იცის რომ მავნებელია და მაინც სვამენ.
გაუმარჯოს წვენს და კომპოტს! :))
2013, 5 ივლისი, 14:15
მავნებლობა არ არის, ერთ პორციაში (250 მლ) 39 გრამი შაქარი რომ არის ? :დ
2013, 5 ივლისი, 14:12
ცოტაოდენი მის მავნებლობაზეც დაგეწერათ:) ჩემს ოჯახში ტაბუ აქვს დადებული მაგ სასმელს.
2013, 5 ივლისი, 14:06
კარგი სტატიააა
0 1 4