x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
პარიზის მაღალი მოდის კვირეული- Valentino-ს ახალი კოლექცია
პარიზში ჩატარებულ მაღალი მოდის კვირეულზე ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული გახლდათ Valentino-ს ჩვენება.

მოდის სახლის დიზაინერებმა მარია გრაცია კიურიმ და პიერპაოლო პიჩიოლიმ აღიარეს, რომ კოლექციაზე მუშაობისას მათი მიზანი პუბლიკის გაოცება გახლდათ. და მათ ეს მოახერხეს...

image

კოლექცია ბაროკოს სტილში იყო გადაწყვეტილი, რომლის საფუძველიც თავისუფალი სილუეტის მაღალ წელიანი კაბები გახლდათ.


დიზაინერებმა არ გამოიყენეს მკვეთრი ფერები, მათ უპირატესობა მიანიჭეს მშვიდ გამას-კანისფერი, შოკოლადისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი და შავი ფერს, და აქცენტი გააკეთეს ნახატებზე და დეკორატიულ ელემენტებზე. დახვეწილი ფლორისტული მოტივებით არის გაფორმებული კოლექციის თითქმის ყველა ნივთი. როგორც ყოველთვის Valentino-ს კოლექციებში, გამოყენებული იქნა მდიდრული ქსოვილები და მასალა-ხავერდი, ჟაკარდი და ბეწვი.

საღამოს და კოქტეილის კაბებთან ერთად პოდიუმზე წარმოდგენილი იყო ზედა სამოსიც-დახვეწილი პალტოები მონღოლურ სტილში, გრძელი მოსასხამები.

image

image

image

image

image

image

image

0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0