x
პრემიერს არც ერთი კადრი არ უნახავს

პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გაიკვირვა, როდესაც შეიტყო, რომ ციხეში ადამიანების წამებაში მონაწილე ვლადიმერ ბედუკაძე მისი ხელისუფლების დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა, ხოლო დანარჩენ რვა ადამიანთან კი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის შედეგადაც რამდენიმე უკვე გათავისუფლდა.
“ვისაც ჩადენილი ჰქონდა წამება, ასეთებთან დადეს საპროცესო შეთანხმება? გამიჭირდება პასუხის გაცემა, რამეთუ თუ დამტკიცებულია, რომ კონკრეტულად პიროვნებას წამებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, მე ვეთანხმები თქვენს კითხვას და მეც ვუერთდები. თუ ეს ასეა, მე დამატებით გამოვიკვლევ, ასე არ უნდა იყოს. თუ თქვენ ეგ გაქვთ მხედველობაში, რომ ადამიანი წამებაში იღებდა მონაწილეობას და ის საპროცესოთი გამოუშვეს, მე გეთანხმებით თქვენ და დავინტერესდები ამით და თქვენც მოგაწვდით ინფორმაციას”– განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროის უქონლობის გამო წამების ამსახველი არც ერთი კადრი არ უნახავს.
პარადოქსია, თუმცა მწარე რეალობა, რომ პრემიერ მინისტრი სისტემატიურად მანიპულირებს სიტყვებით.
image“კომპრომატების ომს ვერ დავარქმევ მე ამას, თქვენ რა, კომპრომატი გგონიათ ის, რაც აჩვენეს, ან ჩვენი გამოქვეყნებული იყო? ის, რაც ტელევიზიებმა აჩვენეს, სად ნახეთ ჩვენი კოალიციის წევრი?’’
ალბათ, ლოგიკურია, რომ ზოგადად ვერც ერთი პიროვნება ვერ შესძლებს მტკიცებით ფორმაში ისაუბროს რაიმე ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, როდესაც თვალითაც კი არ აქვს ნანახი, მაგრამ, ბ-ნ: ივანიშვილისათვის, თურმე შესაძლებელია…..
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბოლო პერიოდში ბასტისა და ბუბუს მეტსახელებით ცნობილი პირები, ლევან ფხალაძე, ბორის ფარულავა და მათთან ერთად კიდევ 6 პირი, რომლებიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პატიმრების წამების ბრალდებით დააკავეს, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და დღეისათვის თავისუფლები არიან.
თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მიხედვით, ადამიანთა წამება ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ა) მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
დღევანდელი მთავრობისა და “სამართლიანობის აღდგენის ეგიდით’’ მოქმედი ივანიშვილი, კბილაშვილი, ბესელია და სხვანი მათი მსგავსნი, უგულვებელყოფენ კანონის უზენაესობას და ამ კონკრეტულ საქმეზე ბრალდებულ 17 პირს სასჯელის მაქსიმალური ვადა 6 წლით თავისუფლების აღკვეთით განუსაზღვრეს.

1
19
6-ს მოსწონს
ავტორი:გვანჯ აფაქია
გვანჯ აფაქია
19
  
0 1 1