x
image
blednalici
ჩაძირული გემების ყველაზე დიდი საგანძური (11 ფოტო )
დაახლოებით სამი მილიონი ჩაძირული გემის ნარჩენები არის მიმოფანტული მსოფლიო ოკეანის ფსკერზე. ამ ნარჩენებთან ერთად ზღვის სიღრმეებში იმალება ნამდვილი განძი, რომლებსაც პერიოდულად ნახულობენ მყვინთავები ან უბრალო მეთევზეები. ოქროს მონეტები, ბრინჯაოს ქანდაკებები და სხვადასხვა ძვირფასეულობები.image


ჩაძირული გემი "Salkombe" ყურეს მახლობლად, ითვლება ყველაზე ძველ საზღვაო კატასტროფად მსოფლიოში. სავაჭრო გემი დატვირთული იყო სპილენძის ზოდებით. 900 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.


image


ჩაძირული გემი "Belitung"-იდან.


არაბული გემი ჩაიძირა 820 წელს, ის აღმოაჩინა მეთევზემ ინდოეთის ოკეანის სანაპიროს მახლობლად 1998 წელს. გემზე აღმოჩენილი იყო ოქროსა და ვერცხლის ნივთები "ტანის" დინასტიის დროინდელი, ასევე კერამიკული ნაკეთობები. განძის საერთო ღირებულებამ 80 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.


image


გემი "SS" ცენტრალური ამერიკა.

ამერიკული გემი ჩაიძირა 1857 წელს. 153 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა, ქალები და ბავშვები გადარჩნენ, დანარჩენი 400 ადამიანი რომლებიც იმყოფებოდნენ გემზე დაიღუპნენ. მათთან ერთად ჩაიძირა 15 ტონა ოქრო, რომელიც მოპოვებული იყო კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელების დროს. დაკარგული განძი შეფასებულია დაახლოებით 100-150 მილიონ ამერიკულ დოლარად.


image


"Antikythera" ჩაძირული განძი.

ანტიკური ხანის რომაული ჩაძირული გემი აღმოჩენილი იყო 1901 წელს ეგეოსის ზღვაში კუნძულ "Antikythera" მახლობლად. მყვინთავებმა შეძლეს ბრონზეს ქანდაკებისა და მრავლობითი არტეფაქტების ამოტანა. აღმოჩენილი განძის ღირებულება შეადგენს 120-160 მილიონ ამერიკულ დოლარს.


image


გემი "S.S. Republic".

ჯორჯიის სანაპიროს მახლობლად იყო აღმოჩენილი განძი 120-180 მილიონი დოლარის ღირებულების. გემზე იყო ათასი ოც დოლარიანი მონეტა, რომელიც გამოყოფილი იყო სამხრეთ შტატების აღსადგენად 1861-1865 წლებში სამოქალაქო ომის შემდეგ.


image


გემი "Bom Jesus".

საერთაშორისო კორპორაციის «De Beers» გეოლოგები, აფრიკაში იყვნენ დაკავებული ბუნებრივი ალმასის მოპოვებით. მათ აღმოაჩინენს გემი სანაპიროსთან პლაჟიში ჩამარხული რომელიც, დატვირთული იყო წარმოუდგენელი რაოდენობით ოქროს მონეტებით, ზარბაზნებით და სპილოს ეშვებით.


image


გემი "SS Gairsoppa".

ბრიტანული ხომალდი რომელიც დატვირთული იყო ვერცხლით, რკინით და ჩაით, ჩაძირა გერმანულმა წყალქვეშა ნავმა "U-37". განძის ღირებულება შეფასებულია 200 მილიონ ამერიკულ დოლარად.


image


"ფლაგმანური ხომალდი ვაიდა".

ეს გემი იმით არის აღსანიშნავი რომ, ის ერთადერთი მეკობრული გემია რომელიც იქნა აღმოჩენილი. გემზე აღმოჩენილი განძის ღირებულება შეადგენს 400 მილიონ ამერიკულ დოლარს.


image


"Nuэstra Senьora de Atocha".

ესპანური გალეონი ჩაიძირა ფლორიდის სანაპიროსთან ძლიერი შტორმის შედეგად. გემს გადაჰქონდა დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, ნარჩენებს შორის იყო ბევრი ოქროსა და ვერცხლის ზოდები, ვერცხლის მონეტები, ძვირფასი ქვები, სპილენძი და იარაღი რომლის საერთო ღირებულებამ 450 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.image


"Nuestra Señora de las Mercedes".

ესპანური ფრეგატი ჩაიძირა გიბრალტარის სრუტეში. გემი დატვირთული იყო რამოდენიმე ტონა ესპანური ოქროსა და ვერცხლის მონეტებით. ტვირთის ღირებულება 500 მილიონი ამერიკული დოლარა. ეს ყველაზე ძვირადღირებული ჩაძირული ტვირთი იყო რაც კი ოდესმე უნახავთ.


image

4
870
8-ს მოსწონს
ავტორი:blednalici
blednalici
870
  
2013, 17 ივლისი, 14:27
თუ გავიგე სად არის რა პრობლემაა... :)
თუ კარგ საქმეზე მიდიხართ,მეც თან წამიყვანეთ.....
2013, 6 ივლისი, 21:31
მომეწონა სტატია, ძალიან საინტერესოა.
2013, 6 ივლისი, 20:53
წამო იქნებ ჩვენც რამე ვიპოვოთ :D
0 1 4