x
image
ნინი ტუხაშვილი
ვენეციის კარნავალის საიდუმლოებანი


„კარნავალი ის დღესასწაულია, სადაც ყველა ოინს გასავალი აქვს”, – ასე ამბობენ აპენინების ნახევარკუნძულზე.

image
კარნავალი დღეს აღდგომის რელიგიურ დღესასწაულთანაა დაკავშირებული. მისი სახელი (ლათინურად carnemlevare) ხორცის ამოღებას ნიშნავს და ის ყოველწლიურად თებერვლის თვეში, დიდმარხვის დაწყებამდე, ყველიერის კვირაში იმართება. ცნობები მსგავსი სანახაობების შესახებ, ჯერ კიდევ ანტიკურ წყაროებში გვხვდება: ძველი რომაელები საკარნავალო ზეიმს 17-23 დეკემბერს მართავდნენ ღვთაება სატურნის სადიდებლად, ძველი ბერძნები კი თავაშვებული ლხინით დიონისეს კერპს მიაგებდნენ პატივს.
ვენეციის კარნავალს საფუძველი 1094 წელს, ვიტალე ფალიერმა ჩაუყარა, ხოლო ოფიციალური სტატუსი 1296 წელს მიიღო.მას შემდეგ კარნავალს ყოველწლიურად აწყობდნენ, მაგრამ მე-18 საუკუნეში იგი ყველაზე პოპულარულ გასართობად იქცა.

მასში მონაწილეობის მსურველები მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ, რათა ყველაზე ლამაზი და ეგზოტიკური ტანსაცმლით მოეწონებინათ თავი.კარნავალში მონაწილეობა იმითაც იყო სასურველი, რომ ნიღბის მიღმა ვერავინ ვერავის ცნობდა.კარნავალის შემდეგ კაზინოებში მიდიოდნენ: ზოგი ზღაპრულად მდიდრდებოდა, ზოგი კი მთელ ქონებას აგებდა, თუმცა ვერც მოგებულს ცნობდა ვინმე და ვერც წაგებულს.

სხვათა შორის ვენეციელები ნიღბებს ყოველდღიურად ხმარობდნენ.ნიღაბი მათი ცხოვრების ისეთივე ატრიბუტი იყო, როგორიც ხმალი და ფართო მოსასხამი.ნიღბებს ბანდიტებიც ხმარობდნენ და მათი დაჭერა შეუძლებელი ხდებოდა, ამიტომ ქალაქის მთავრობამ ნიღბების ყოველდღიური ხმარება აკრძალა.
imageimageimageimageimageimageimageimage








4
123
20-ს მოსწონს
ავტორი:ნინი ტუხაშვილი
ნინი ტუხაშვილი
123
  
2013, 15 ივლისი, 1:38
დიდი მადლობა:))))))სამწუხაროდ ჭორები უფრო აინტერესებთ:)
2013, 15 ივლისი, 1:36
მშვენიერი სტატიაა ნინი
2013, 2 ივლისი, 12:43
კარგი ხარ ძალიან ნინი
0 1 4