x
image
worldsport.ge
ატამანი ევროლიგის მოგებას მარკოიშვილთან ერთად აპირებს

imageსტამბულის “გალათასარაის” მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა კლუბის მომავალზე ისაუბრა და მანუჩარ მარკოიშვილიც ახსენა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი თურქული გრანდის ღირსებას გასულ სეზონშიც იცავდა და ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლების მოპოვებაში დიდი წვლილი დაიდო.
“გუნდის პრეზიდენტმა მკითხა, ევროლიგის მოგება რა შემთხვევაში შეგვიძლიაო? ვუპასუხე, რომ ამისთვის ვასილის სპანულისის დამატება გვჭირდება. თუმცა, იგი ძალიან ძვირი ღირს და თან ცსკა-ს და “ბარსელონას” ინტერესებაშია. მიუხედავად ამისა, სპანულისის გადმოსაბირებლად ბრძოლას განვაგრძობთ.
ჩვენ ზორან პლანინიჩსაც გვთავაზობდნენ, მაგრამ ისიც ძვირად ფასობს. მინდა აღვნიშნო, რომ მისი მოსვლის შემთხვევაში, ჯეიმონტ გორდონის გაშვებას არ ვაპირებთ. მოკლედ, მომდევნო სეზონისთვის კალათბურთელების ძიებას ვაგრძელებთ და შესაძლოა, შემადგენლობაში აროიო, გორდონი, პლანინიჩი, მარკოიშვილი და დომერკანტი გვყავდეს.
გასულ სეზონში “გალათასარაის” ბიუჯეტი 12-15 მილიონი იყო. ასე იქნება მომავალ სეზონშიც, თუკი სპანულისთან კონტრაქტი არ გაფორმდა”, - განაცხადა ატამანმა Eurosport Turkey-სთან საუბარში.


www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0