x
image
ჟორჟოოო
საქართველოს მხარეები
1. იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარისნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრედა ვანის ნაქალაქარი. ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას. იმერეთი გამოირჩევა უგემრიელესი ხაჩაპურით რომელიც განთქმულია მთელ საქართველოში.



image




2.კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში.კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.კახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს.კახეთი განთქმულია ღვინით



image





3.მთიულეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავსმდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა.მთიულეთში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ადმინისტრაციულ–ტეროტორიული დაყოფის თვალსაზრისით, მთიულეთი დუშეთის რაიონის შემადგენლობაში შედის.მთიულეთი განთქმულია ხინკალით.



image



4.სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს.სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა.კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნე და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი.შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით.კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია.სვანეთი განთქმულია კუბდარით.



image



5.ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად.სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი.ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, ერწო-თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი). ხევსურეთი განთქმულია ხინკალით.



image



6.რაჭა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში.ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრებაოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურისმუნიციპალიტეტების ტერიტორიას.



image




7.სამეგრელო — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარერიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან.დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობისმუნიციპალიტეტების და ქალაქ ფოთის ტერიტორიას.სამეგრელო განთქმულია სულგუნით



image



8.აჭარა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა.სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი.კურორტი ბათუმი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე 135 ათასზე მეტი მცხოვრებით, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო, ტურისტული და კულტურული ცენტრია.აჭარაში მოყავთ ციტრუსები.image



9.გურია მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში, კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე მთიან ზონაში. გურია საქართველოს ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეულია. გურია ბუნებრივი პირობების მიხედვით ორ: ბარსა და მთიან ნაწილებად იყოფა.გურიის დაბლობი ნაწილი ნოტიო სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. იანვრის ტემპერატურა +3.5°ც, ივლისის კი +23°ც-ია. გურიის უძველესი ტრადიციები, ისტორია და ეთნოგრაფია დააინტერესებს ტურისტებს. გურიაში მოქმედებს არაერთი გუნდი და ანსამბლი, ქართული და გურული ცეკვისა და სიმღერების შემსრულებლები.



image



10.ქართლი — ისტორიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი — ქართლოსი. მთა „ქართლი“ იქცა ქალაქ „ქართლად“.ქართლი განთქმულია ხილით სადაც სხვადასხვა ჯიშის ხილი მოჰყავთ.image


9
10050
10-ს მოსწონს
ავტორი:ჟორჟოოო
ჟორჟოოო
10050
  
2016, 15 იანვარი, 12:05
მე ვარ მთიული, გვარით ,ხასიათით, სილამაზით :) და ვეტრფი სამეგრელოს , შვილები მყავს მეგრელები, მიყვარს ისინი და ყველაფერი მეგრული, გარდა აფერისტობისა :)
2013, 30 ივნისი, 22:31
იმერლები ვჭარბობთ
2013, 30 ივნისი, 21:54
ძალიან კარგი სტატიაა. რა მრავალფეროვანი ჩვენი ქვეყანა.

იმერლებს მეც ვუერთდები;)
2013, 30 ივნისი, 18:18
კი გეთანხმები :))) სტატიის მოწონებისთვის მადლობა
2013, 30 ივნისი, 16:08
რა ლამაზი და მრავალფეროვანი სტატიაა,ყოჩაღ,მთელი საქარტველო ლამაზია მაგრამ იმერეთი სხვაა:))))))))))))))))))
2013, 30 ივნისი, 16:04
კახეთი ☺
2013, 30 ივნისი, 15:50
ქართლი
2013, 30 ივნისი, 15:31
იმერეთი ♥
2013, 30 ივნისი, 15:26
აჭარა
0 1 9