x
ქართველი მამაკაცი

მოკლედ, ამ ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ვფირობ
ხოლმე, არ ვიცი რამდენამ კომფორტულია ეს დანარჩენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩემთვის
ყოველთვის კომფორტი არ მოაქვს ფიქრს.გუშინ როცა პატარა გოგოს ჩანაწერბს ვათვალიერებდი, ქაართველი
ქალის შესახებ წავიკითხე, მომდევნო ფურცელი ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ალბათ
იმიტომ რომ საქმე მამაკაცს შეეხებოდა და თან ქართველ მამაკაცს! სამწუხაროდ ყველა მის
მოსაზრებას ზუსტად ისეთი გულისტკივილით ვიზიარებ, როგორც ამას პატარა გოგო აღწერს!მოკლედ
ვფიქრობ ჯობს დავიწყო, ჩანაწერი იწყება ასე:


როცა ადამიანი იბადება, სქესის შესაბამისად (იღიმის)
ყველა იწყებს ფიქრს, თავისივე სქესის საპირისპირო ადამიანზე, თუმცა ყველა არა, ევროპელობამ
დაგვაკარგინა ქართველობის შეგრძნება! როცა სკოლაში ვსწავლობდი, სხვათაშორის, მაშინ ჩემს
ქალაქში ეს სკოლა ყველაზე პრესტიჟული იყო და აქ მხოლოდ მდიდრის შვილებს შეეძლოთ სწავლა, გადასახადიდან
გამომდინარე, თუმცა ვიყავით რამოდენიმე გამონაკლისიც (იღიმის) გავაგრძელებ (იღიმის)
ვთამაშობდით და ვიყოფდით ჩვენს თანაკლასელ ბიჭებს, მომავალ საქმროებად ( იღიმის ) სამწუხაროდ
ისევე როგორც დღეს, ძალიან მორცხვი ვვიყავი და განსაკუთრებით ისეთ საკითხებში თუ საქმე
მამაკაცს ეხებოდა (იღიმის მორცხვად) აქედან გამომდინარე მე არასოდეს მყავდა მეწყვილე, თუმცა
ეს თამაში საკმარისი მიზეზი იყო საიმისოდ რომ ჩემი იდეალური მამაკაცის კულტზე მეფიქრა!
მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა ჩემში, ჩემს ცხოვრებაში, გავიზარდე
და აზროვნებაც შემეცვალა, თუმცა ისევ ისეთივე მორცხვი დავრჩი ( იღიმის) ხანდახან ვფირობ
რომ ამ მორცხვობამ ბევრ რამეში ხელი შემიშალა!


ჩემთვის სამწუხაროდ მამაკაცის იდეალი მიუწვდომელი და
მიუგნებელი აღმოჩნდა, ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მეგონა რომ მას შევხვდი ვინც ჩემს გონებაში
ძალიან დიდ ხანს არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ ის ის არ იყო (იღიმის )


დღეს რომ მკითხოთ როგორიაო შენთვის მამაკაცის იდეალიო, მე
ზუსტად იგივე პასუხი მაქვს როგორიც ბავშვობის იმ ღრმა ასაკში მქონდა, როცა თამაშს გარეთ
ვრჩებოდი.მამაკაცური, შეუპოვარი, ქალის მოტრფიალე, მოსიყვარულე, ჩემთვის რომანტიკოსი, განათლების
და ტალანტის მქონე, დინჯი, რეალისტი, სამართლიანი და სიმართლის მოყვარული!სწორად შემფასებელი, რადგან
ვფირობ როცა ორი ადამიანი ერთი უღელის ქვეშ ერთად არიან შებმული, უნდა გააჩნდეს ორივეს
სწორად შეფასების უნარი, იმიტომ რომ ამის გარეშე ოჯახი, წელში გამართული ალბათ ვერასოდეს
იქნება.... მახსენდება ერთი ფაქტი, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ჩემს ოჯახს
მაშინ ძალიან გაუჭირდა, იმიტომ რომ უმუშევარი დარჩა ორივე ოჯახის მარჩენალი.დედაც და
მამაც, ამიტომ იძულებულები იყვნენ, სოფლის მეურნეობისთვის მოეკიდებინათ ხელი, ან პროფესია
შეეცვალათ.რომ არა მათში ერთმანეთის სწორად შეფასების უნარი, ჩემი აზრით ოჯახი ისეთი
მყარი და ერთსულოვანი ვერასოდეს იქნებოდა როგორიც ეს მაშინ იყო, დღეს ჩემი ოჯახი საუბედუროდ
მხოლოდ ჩემგან და დედას წევრობისგან შედგება, სადაც სწორად შეფასების უნარი კიდევ უფრო
სხვა მნიშვნელობას იძენს ჩემთვის!!!


რომ ვაკვირდები მამაკაცებს, ქართველ მამაკაცებს, ვფიქრობ, რატომ
და სად გაქრა ის ქართული პეწი, ქართული მომხიბვლელობა რაც მათ ძალიან დიდ ხანს თან სდევდათ
თაობიდან თაობას, ნუთუ მათში არ დარჩა არც ერთი მისხალი ძველი წარმოსადეგი მამაკაცისა, რომელსაც
ქალის ფასი არავინ ყავდა ამ ქვეყანაზე და ეს ქალი აუცილებლად მისი მეუღლე იყო, ნუთუ
ისე მოვინდომეთ ევროპელობა რომ ჩვენს ღირსებებზე საბოლოოდ ვთქვით უარი მამაკაცებო?ბუნებრივია
ყველას არ ვგულისხმობ, თუმცა ყველაში ვამჩნევ ფერისცვალებას, არა უკეთესობისკენ არამედ
უარსობისკენ, რაც ძალიან მტკენს გულს, მაფიქრებს და კიდევ უფრო ძლიერ მაფიქრებს!!!


არ ვიცი რამდენად აზრიანი და შინაარსიანია ეს ჩემი მოსაზრება, მაგრამ
ეს ის მცირედი ნაწილია რაც გულზე შავად გამსდევს!


ჩემო საქართველოვ, როგორ მენანები ისეთი ევროპელობისთვის, რომელიც
შენს შვილებს იმ სტატუსს აკარგვინებს, რაც შენი სავიზიტო ბარათი იყო ოდესღაც!!!


და ბოლოს, ჩემი მამაკაცის იდეალი, სამუდამოდ ჩაიკარგა
ჩემს ოცნებებში, რაც ნიშნავს რომ ............

2
58
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
58
  
2013, 30 ივნისი, 9:54
ძალიან კარგიია :):):) სამწუხაროო სინამდვილეა ნამდვილად :((((
0 1 2