x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მალე შესაძლოა სააკაშვილი თავის ფეხით მივიდეს სულიერად დაავადებულთა დაწესებულებაში
imageსამეგრელოში აღმოჩენილი შოკისმომგვრელი ვიდეოკადრების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მთავარი არგუმენტი, ციხის სკანდალური კადრების ავტორის ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება გახდა. ხელისუფლების ბრალდების საპასუხოდ, რომ მასობრივი წამების ორგანიზებისთვის პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩილ კბილაშვილს „სადისტი ბედუკაძის“ მფარველობაში ადანაშაულებს.
geotimes.ge-მ სააკაშვილის თავდასხმის მთავარ ობიექტის, ვლადიმერ ბედუკაძისგან გადაწყვიტა ბრალდებებზე პასუხის მიღება.


-სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სკანდალური ფირების ახალი სერია აღმოჩნდა, საკმაოდ მწვავე განცხადებები გაკეთდა თქვენი და მთავარი პროკურორის მისამართით ...


- საინტერესოა, ვინც მთავარ პროკურორს ბრალდებას უყენებს, ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ამის მორალური უფლება.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ გამიკვირდებოდა ეს. მადლობა, რომ გადავუხადე კბილაშვილს ავღნიშნე კიდეც, რომ იქნებოდა თავდასხმები ბატონი მთავარი პროკურორის მისამართით, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს იქნებოდა „რესპუბლიკური პარტიის“, კერძოდ კი ქალბატონი თინა ხიდაშელის მხრიდანაც, რომელიც დაეთანხმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ამის გამო მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.


-რატომ იყო წარმოუდგენელი, რამე გარანტია მიიღეთ ხელისუფლებისგან? თინა ხიდაშელი არ არის პირველი ვინც თქვენს უდანაშულობაში ეჭვი შეიტანა?



-არა, არავითარი გარანტია არ მქონია. მაგრამ ახალი ხელისუფლებიდან ქალბატონი თინა არის პირველი, რომელმაც გააკეთა მსგავსი განცხადება, როგორც იურისტს გამოძიების დეტალების გადაუმოწმებლად არ უნდა ესაუბრა. რომ ვიყავი ეჭვმიტანილი ეს სხვა საკითხია, ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო წინა ხელისუფლების მიერ, შეთითხნილი ბრალდებით. გამოძიება თავიდანვე მიდიოდა სულ სხვა მიმართულებით და განვითარდებოდა სულ სხვა გზით, რომ არა პირველი ოქტომბრის ხალხის გამარჯვება არჩევნებში. თუ ნაციონალური მოძრაობა დარჩებოდა ხელისუფლებაში აუცილებლად დააპატიმრებდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, აუცილებლად მოხდებოდა დადასტურება იმ ფაქტის, რომ კადრების გადაღება დამიკვეთეს და გადამიხადეს სოლიდური თანხა. სამი ძირითადი მოწმე ზოდელავას გამოძიებას მზად ჰყავდა, რომლის ჩვენებებიც გაავრცელეს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს ბრალდება გამოირიცხა, 2012 წლის 21 დეკემბერს პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ გამოძიების ეს ვერსია იყო მცდარი, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მაგრამ გამოძიება მოექცა სხვა ჩიხში, თუ მე არავინ მიკვეთავდა და ვიღებდი კადრებს, თანხა არანაირად არ გამოჩნდა, არც არანაირი პოლიტიკური კავშირები, მაშინ რისთვის ვიღებდი მე კადრებს? ან საერთოდ რისთვის გამოვიტანე ჩემი მამხილებელი, მაკომპრომატირებელი კადრები?


-და მაინც, გაგათავისუფლეს გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ამან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არასამართლიანობის განცდა გამოიწვია...


-რაც შეეხება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, უბრალოდ ეს არის ის მუხლი რაც მოერგო ჩემს საქმეს. ჩემი გაგებით ასე აღვიქვამ- მე კი არ ვითანამშრომლე გამოძიებასთან, გამოძიებამ ითანამშრომლა ჩემთან. გამოძიებასთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ვთქვათ გაიხსნა რაიმე დანაშაული და მერე შენ აწვდი ინფორმაციას, რათა უფრო მეტად გაიხსნას და გაგყავს უფრო სხვა სიმაღლეზე. მაგრამ, რომ არა ჩემი გამოტანილი კადრები, არანაირ თანამშრომლობაზე არ იქნებოდა საუბარი და ვერც საქმე გაიხსნებოდა. ვერავინ გაიგებდა წამების შესახებ, კი იწერებოდა მანამდეც რომ ციხეებში გაუსაძლისი სიტუაცია იყო, მაგრამ დაჯერება უჭირდათ.
ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პირადად კბილაშვილმა აიღო მთლიანად თავის თავზე პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2004 წელს არის 70-ე პრიმა მუხლი შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსში, რაც გამოიყენა კბილაშვილმა. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ არის ეს მუხლი შეტანილი კოდექსში და თუ ვინმე იტყვის რომ ეს იყო პოლიტიკური ქმედება კბილაშვილის მხრიდან, ე.ი. მთელი კოდექსი 2004 წლიდან ყოფილა პოლიტიზირებული.


- პასუხისმგებლობისგან რომ გათავისუფლდე, ან უნდა გამართლდე, ან აღიარო დანაშაული, რის შემდეგაც საპროცესო შეთანხმება ხდება, თქვენ კი გირაოს თანხაც დაგიბრუნეს, ბუნდოვანი დარჩა საზოგადოებისთვის ხარ თუ არა დამნაშავე, წამებაში თქვენს თანამონაწილეობაზეც საუბრობდა რამდენიმე მსჯავრდებული...


- რა უნდა მეღიარებინა? მეღიარებინა კი არა მეტსაც გეტყვით, მე გამოვდიოდი სასამართლო პროცესებზე, როგორც მეოთხე პროკურორი, ამას ყველა ადვოკატი აღნიშნავდა. მე ვაძლევდი შეკითხვებს პროცესში მონაწილე გამომძიებლებს.
მოწმეებმა კი მხოლოდ სააკაშვილის გამოძიების დროს 19 სექტემბერს მისცეს ჩვენებები. ჩემი საქართველოში დაბრუნების შემდეგ რამდენჯერმე იყო ჩემი მისამართით ცილისწამება, ორი სარჩელი შეტანილი მაქვს უკვე ერთი ეხება ინტერნეტგმოცემა “new post”-ს, რომელმაც გადაკოპირებული მასალა გამოაქვეყნა, სადაც უბინძურეს ცილისწამებას ჰქონდა ადგილი და მეორე - გაუპატიურების ბრალდებას, ეს რითაც დამთავრდა ყველამ იცის, გამოვაქვეყნე ჩანაწერი, სადაც დადასტურდა, რომ მოწმეს ბრალდება შეუკვეთეს. ახლა კი ვაპირებ სააკაშვილის წინააღმდეგაც შევიტანო სარჩელი გაუთავებელი ცილისწამებისთვის, ეს არის სამოქალაქო წესით დასჯადი, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ დამწამებს ცილს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში. ვსაუბრობდი 2 მილიონის გადახდაზე ცილისწამებისთვის, , მაგრამ ბოდიშიც დამაკმაყოფილებს.
ასევე მთელი პროცესის განმავლობაში ვითხოვდი, რომ ჩემთვის წაეყენებინათ ქურდობის მუხლი, რადგან მე მოვიპარე ვიდეოკასეტა და ამის მტკიცებულება ყველამ ნახა, რატომ არ დამიმატეს ამის გამო ბრალდება, ამისთვის სასჯელს დიდი სიამოვნებით მოვიხდიდი.


-მხოლოდ სააკაშვილი არ გწამებთ ცილს, დღემდე მიაჩნიხართ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯალათად, სადისტად, მთავარმა პროკურორმა მოგანიჭათ თავისუფლება, მაგრამ როგორ გგონიათ საზოგადოება გაპატიებთ იმას, რომ წლების მანძილზე თვითმხილველი იყავით ციხეში დანერგილი ძალადობრივი წამების მეთოდების და ამას ფირზე აღბეჭდავდით?


-თუ ჩემი დანაშაული არის ის, რომ იქ ვიყავი და ვიღებდი, ვადასტურებ რომ ვიყავი და ვიღებდი. ჩაძიებული არიან კადრებში ჩემი ხმა რომ ისმის, იქ სხვაგვარად შეუძლებელი იყო, ამას ის ადამიანები ეძიებიან ვისაც უნდა ჩემი დისკრედიტაცია და ჯალათად წარმოჩენა.
წლების მანძილზე არ ავღბეჭდავდი, სულ რამდენიმე კადრი მაქვს გადაღებული ბოლო ერთი წლის მანძილზე. იცით რაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აზრი, ვინც იხდიდა სასჯელს საპყრობილეში 2005 წლიდან 2012 წლამდე და უნახავთ როგორი ღირსებაშემლახავი დამოკიდებულება იყო მათ მიმართ, იმ ადამიანების აზრი, რომლებსაც ჩემთან ურთიერთობა ჰქონიათ. სხვები კი ჯერ კიდევ სააკაშვილი პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან. საინტერესოა, იმ ხალხისთვის ვინც ასე კრიტიკულად არის განწყობილი, ის უფრო მნიშვნელოვანია ვარ თუ არა დამნაშავე, რადგან ვხედავდი სისასტკეს და არ დავტოვე სისტემა, თუ ის - რაც ვამხილე. ამ საზოგადოებასთან ვინც ჯალათს მიწოდებს ერთი კითხვა მაქვს, არ უნდა გამომეტანა გარეთ ეს კადრები? რომელსაც ჩემთვის პრობლემის შექმის მეტი არაფერი მოუტანია? მსგავსი სისასტიკე მხოლოდ მე-8 საპყრობილეში არ ხდებოდა, მაგრამ რომელიმე თანამშრომელმა ნაბიჯი გადადგა? მხარის დაჭერაც ვერ გაბედეს ყოფილმა თანამშრომლებმა ერთი-ორი ადამიანის გარდა. ფარულავა, მეტსახელად ბასტი კი ამ კადრების გავრცელების შემდეგ დააკავეს და აწამეს, მას ფრჩხილები დააძვრეს და ხელისუფლება, რომ არ შეცვლილიყო უარესიც დაემართებოდა, არადა მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კადრების გამომზიურებაში. ვისაც უნდა, რომ ვიყო დამნაშავე მას ვერაფერი გადაარწმუნებს, ამიტომ მათი აზრი ნამდვილად არ მაინტერესებს.
რაც შეეხება სააკაშვილს და მის სექტას, მესმის მათი ჩემდამი სიძულვილის მიზეზი, ხალხი სამოცი წელი აპირებდა ხელისუფლებაში დარჩენას, უცბად დაენგრათ სასტიკი რეჟიმი თავზე... მესმის, რომ ავადმყოფი ადამიანია სააკაშვილი, მაგრამ არ შემიძლია არ გავცე პასუხი და არ ვამხილო ცილისწამებასა და ტყუილებში, რომელსაც ყოველდღიურად იგონებს. მალე დადგება დრო სააკაშვილი თავის ხელით ჩაიცმევს ხალათს და შესაძლოა თავის ფეხით მივიდეს სულიერად დაავადებულთა დაწესებულებაში.


-ისე, თქვენ როგორი ფსიქიკა გაქვთ? ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ვერ გაძლებდა ჯალათებთან ერთად ციხეში წლები...


– სხვათაშორის მე სასამართლო პროცესზე მივმართე პროკურორს და მოსამართლესაც, რომ გამოეკვლიათ ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა. ეს არ გააკეთეს, ჩათვალეს რომ ჯანმრთელი ვარ. მე არ ვთვლი ასე, მე ჯანმრთელი ვიქნები მაშინ, როცა მთელი საზოგადოება ასეთი იქნება, ეს არ არის პოპულისტური გამოთქმა . მაგრამ დღეს იმდენი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანია, რომელსაც სააკაშვილი ღმერთი ჰგონია და მისი სჯერათ, მათთან შედარებით ნამდვილად კარგი ფსიქიკა მაქვს. თან სააკაშვილის სექტის სიმპტომები მკურნალობას არ ექვემდებარება.


-ბოლო დროს ხშირად აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, პოლიტიკური ამბიციებიც ხომ არ გაგიჩნდათ?


- მე როცა სისტემის მხილება გადავწყვიტე, არ მიფიქრია ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, ძალაუნებურად გადავიდა და გახდა პოლიტიკური.
მე მოვყევი ორი დიდ პოლიტიკური ძალის შუაში. თავად გახდა სააკაშვილის გამოძიებამ პოლტიკური ჩემი საქმე, როცა ბრალი დამდო „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა დღევანდელი რეალობა, „ქართული ოცნება“ გამოცხადებული იქნებოდა ბინძურ პოლიტიკურ კოალიციად, რომელმაც პოლიტიკური მიზნებისთვის დადგა ციხის კადრები, ჩვენ ახალაიას აყვავებული სისტემისთვის ჩირქის მოცხებაში დაგვდებდნენ ბრალს და ახლა მეც და ღარიბაშვილიც გვერდიგვერდ ვიჯდებოდით. რა უნდა მექნა ხმა არ უნდა ამომეღო და არ მეპასუხა ბრალდებებზე, იმ მოტივით რომ პოლიტიკას ეხებოდა?
პრეზიდენტმა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ თავად აღიარა, რომ ეს იყო სისტემური კრახი, ახლა როგორც ირკვევა რომ პოლიციაშიც სისტემური კრახი ყოფილა, მაშინ რა უშენებია ამ კაცს? არადა გაჰკიოდა, რომ არავის დაუთმობდა მის „აშენებულ“ ქვეყანას და რომ თითქოს დემოკრატიის ნათელი აფრქვევდა ქვეყანას, ახლა კი გამოვიდა, რომ არანაირი ადამიანის უფლებები და დემოკრატია არ ყოფილა. ქოსატყულა სააკაშვილი „აბოლებდა“ საერთაშორისო საზოგადოებას და პირველ რიგში „ბურუსში აცხოვრებდა საკუთარ ხალხს.
მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge

0
260
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0