x
ქართველი ქალი

მოკლედ ახლა ზუსტად იმ ხასიათზე ვარ რომ ვწერო, ხოდა
ავდექი და ვიწყებ წერას, მაგრამ კონკრეტული მიზანი რომ არ გამაჩნია?იმედი მაქვს მუზა
თანდათან გაღვივდება J
იმედია J მოკლედ, დავიწყებ
იმით რომ მე ამაყი ვარ ჩემი ქართველობით, ამაყი ვარ რომ ვარ ტიპიური ქართველი ქალი, იმ
თვისებებით და იმ ღირსებებით რომელიც ახასიათებს ქართველ ქალს, რავქნა თუ ეს ყველაფერი
დღესს საქართველოში გოიმობაა, ჩემთვის ეს ღირსებაა და იმედს ვიტოვებ ბევრი ქართველი
დამეთანხმება და გაიზიარებს კიდეც!


ისევე როგორც ჩემს წინა სტატიებში ვიზიარებ ხოლმე პატარა
გოგოს წერილებს, დღესაც გადავწყვიტე იგივე გავიმეორო!მისი ჩანაწერი იწყება ასე:


მე არასოდეს მქონია თინეიჯერობის ასაკი, იმიტომ რომ ადრეულ
ასაკშივე მომიწია ოჯახურ ცხოვრებას მომეკიდებინა ხელი, შესაბამისად მიუხედავად ჩემი
ასაკისა მერქვა არა ახალგაზრდა გოგო, არამედ ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოველ დღე დგება
ადრე, მიდის სამსახურში, მოდის გვიან, რომელსაც იმის საშუალებაც კი არ აქვს რომ იოცნებოს, ან
კი რა აზრი ქონდა ჩემთვის მაშინ ოცნებას, მხოლოდ და მხოლოდ გული მომიკვდებოდა, ისედაც
ძლივს ცოცხლობდა ეს საცოდავი!ხანდახან მინდოდა საყვედურები გამომეთქვა და მეძაგებინა
ეს ცხოვრება, მაგრამ როცა დედას და ჩემს დას შევხედავდი ხოლმე, მრცხვენოდა!არ მინდოდა
მათ ცუდად ეგრძნოთ თავი, არ მინდოდა ისინიც ჩემსავით იმედ გაცრუებულნი დარჩენილიყვნენ, თუმცა
ეს ურთულესი იყო, მეც მსურდა გართობა, მეც მსურდა მქონოდა საჭმელი, მრავალფეროვანი, ან
თუნდაც ის ერთი სახეობა, მაგრამ ნორმალური, მარილიანი, პურით მეჭამა, მაგრამ ხანდახან ეს
სანატრელი იყო ჩემს ოჯახში!მიუხედავად ამ დიდი
პრობლემებისა ღირსება არ დამიკარგავს, არც მე და არც ჩემი ოჯახის დანარჩენ ორ ქალბატონს, ხოდა
სწორედ ამიტომ ჩემთვის ძალიან ფასეულია ყოველივე ის რაც დღეს საქართველოში გოიმობაა!


გავიდა დრო და იმდენი სიურპრიზი მაჩუქა ამ ჩემთვის საძაგელმა
ცხოვრებამ რომ ხანდახან თავი სიზმარში მგონია ხოლმე, გამოღვიძება რომ არ გინდა J მივაგორებდი და მივიზლაზნებოდი!


გაგიგონიათ ალბათ, ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან გამოცხვაო, თურმე
ეს სიმართლე ყოფილა J
აქ ალბათ აღარაფრის დამატება არ ღირს, ეს სიტყვები
თავადვე ამბობენ ყველაფერს !


ქალბატონებო, ბედნიერები ხართ რომ ამ ქვეყანაზე მოევლინეთ
როგორც ქალები და ეცადეთ ღირსეულად ატაროთ ეს სტატუსი! ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა
ამ ცხოვრებაში, თუ ცოტაოდენი მონდომება და ძალა შეგწევთ საამისოდ! ნუ განმიკითხავთ და
ნურც შემაქებთ, უბრალოდ გამიხსენეთ ერთი უბრალო გოგონა, რომელსაც ყოველთვის სურს დარჩეს
ბავშვობის იმ ასაკში როცა ყველაფერი საამო და სასიამოვნო იყო, რომელიც ცდილობს იყოს
ქალის სტატუსის ტარების ღირსი და რომელიც არაფერს წარმოადგენს ამავდროულად!!!!


0
89
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0