x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახალი ქართველის „გამოყვანა" გადაწყვიტეს - შეშინებულის , კაცობადაკარგულის, „ჩამშვების"

imageპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო სწორედ, რომ ახალი ქართველის „გამოყვანა" გადაწყვიტეს - შეშინებულის, კაცობადაკარგულის, „ჩამშვების"
„თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, უფლებადამცველი და იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე შსს -ს ხელთ არსებული ვიდეოფირების განადგურების სასტიკი წინააღმდეგია და სასამართლო პროცესებამდე მათ სრულად შენახვას ითხოვს.
geotimes.ge -სთან საუბარში უფლებადამცველი წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მათ წინააღმდეგ კომპრომატად იმ ათასობით ფაილს ასახელებს, რომელიც სისტემური ძალადობის მტკიცებულებად გამოდგება.
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „რატომღაც „ქართული ოცნებაში" შემავალი პოლიტიკოსები მხარს უჭერდნენ ფირების ნაწილის განადგურებას, ვისაც სურდა და სურს ვიდეოფირების განადგურება ეს კიდევ ცალკე დანაშაულია, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების არსებობა, ისევე როგორც წამების ფაქტების არის სისხლის სამართლის დანაშაული და სანამ სასამართლო არ გამოიყენებს, როგორც მტკიცებულებას იქამდე არცერთი ფაილის განადგურებაზე არ უნდა იყოს საუბარი.
ეს ვიდეოფირები არის არამარტო სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულება, არამედ უპირველესად იმის მტკიცებულება, რა დონეზე იყო ადამიანის უფლებები დაყვანილი.
ამის გამო აუცილებლად უნდა დადგეს წინა ხელისუფლებაში მყოფი უმაღლესი პოლიტიკური პირების სამართლებრივი პასუხისგების საკითხი. რადგან სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ სააკაშვილმა, ბოკერიამ, ადეიშვილმა, მერაბიშვილმა გადაწყვიტეს ახალი ქართველის „გამოყვანა", შეშინებულის, კაცობადაკარგულის, „ჩამშვების". ამ სისტემას ყველა ერთად ქმნიდნენ, მერაბიშვილის პოლიცია კი ამყარებდა წამებით, სადიზმის უმაღლესი დონის გამოვლენით. ზემდგომების დავალებების გარეშე ამას ასეთი მასიური და მძიმე ხასიათი არ ექნებოდა. იმდენად დიდია ვიდეოფირების რაოდენობა, რომ აქ მხოლოდ კონკრეტულ პოლიციელების დანაშაულზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია.
უკვე ცამეტიათასამდე ფაილია აღმოჩენილი და თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქ სისტემის დანაშაული არ იკვეთება, დილეტანტობაა. შს მინისტრმა ღარიბაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით და კარგია, რომ ასე მოიქცა.
ასევე ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ღარიბაშვილმა, როცა პირველ რიგში ეს კადრები ანახა საქართველოში წარმოდგენილ ყველა ქვეყნის დიპლომატიურ კორპუსს. ასევე აუცილებლად უნდა ანახონ ეს სისაძაგლე და დანაშაული, იმ ევროპარლამენტარებს და კონგრესმენებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებზე საუბრობენ.
თუ ამის შემდეგაც გაბედავენ და მსგავს განცხადებას გააკეთებენ, მაშინ ნათელი იქნება, რომ ისინი ვალში არიან ყოფილ ხელისუფლებასთან, არავისთვის დასამალი არაა, რომ ლობისტებში უამრავ თანხას ხარჯავდნენ, მაგრამ "ნაციონალების" დანაშაულებს ვეღარაფერი უშველის."
მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge

1
68
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
68
  
2013, 27 ივნისი, 7:11
კარგი სტატიაა
0 1 1