x
არისტოტელე და ალექსანდრე
image






















არისტოტელე(ძვ.წ. 384-322)

ბერძენი ფილოსოფოსი, მეცნიერი, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი.სწავლობდა პლატონის აკადემიაში, რომელსაც შემდეგ გაემიჯნა.


წერილი ალექსანდრე მაკედონელს


არ ვიცი, რა ძალა მეწევა შენკენ.რაზედაც არ უნდა ვიფიქრო, ყველაფერი დიადი და საოცარი მეჩვენება.ვერას ვხედავ(შენს მოქმედებაში)დასავიწყებელს...დრო აქ ვერაფერს დაბურავს ბინდით, რამეთუ სწავლების მშვენიერ რჩევებს მაყურებლად ჰყავთ მარადისობა.ამიტომ ეცადე შენი ძალაუფლება არ აქციო ქედმაღლობად, არამედ ქველ საქმეებად და სათნოებად, რომელზე აღმატებულიც ქვეყნად არაფერია.ადამიანს გარდაუვალი სიკვდილის შემდეგ თავისი საქმეებით შეუძლია უკვდავთა ხსოვნა მოიპოვოს, გახსოვდეს ერთი:ზოგიერთივით უგნური აღზრდა არ მიგიღია;ჩამომავლობაც ბრწყინვალე გაქვს, სამემკვიდრეოდ მიღებული სამეფოც და სწავლა-განათლებაც.საქვეყნო სახელიც მოგიპოვებია.რამდენადაც ბედის წყალობით გამოირჩევი, ამდენად პირველობდე ვაჟკაცობაში და მშვენიერ საქმეებში.სხვათა შორის, ჩანაფიქრის განხორციელებასთან ერთად სასარგებლო საქმეებიც გააკეთე.


არისტოტელეს აფორიზმების მცირე ამონარიდი

1.ვნებებს ის კი არ იმორჩილებს, ვინც მათგან სრულიად იკავებს თავს, არამედ ის, ვინც მათ ისე იყენებს, როგორც მართავენ გემს ან ცხენს, ესეიგი იქით მიჰყავთ საითაც საჭირო და სასარგებლოა.

2.ურიგო ჩვევიდან ვითარდება ბილწსიტყვაობაც და უმსგავსი ქცევებიც.

3.ადამიანი თავისი ბუნებით საზოგადოებრივი არსებაა.

4.პლატონს პატივს ვცემ, მაგრამ ჟეშმარიტებას უფრო მეტად.

5.სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.

6.ვაჟკაცი ისაა ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.


1
511
5-ს მოსწონს
ავტორი:გვანჯ აფაქია
გვანჯ აფაქია
511
  
2013, 24 ივლისი, 4:11
შესანიშნავია
0 1 1