x
image
ნინი ტუხაშვილი
ბრძნული გამონათქვამები

image

"სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა.იგი სწრაფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი." - ბალზაკი.

"სიყვარული ერთადერთი გატაცებაა, რომელიც არ სცნობს წარსულს და არც მომავალს." - ბალზაკი.

"იმის მსგავსად, რომ კომპლიმენტი სიცრუის გარეშე იშვიათად არსებობს, ასევე უხეშობაც იშვიათად არსებობს სიმართლის რაღაც მარცვლის გარეშე." - ლესინგი.

"დამცინავი დუმილი ყველაზე უფრო დამამცირებელი პასუხია." - მონტენი.

"ნებისყოფა იძულებაზე უფრო ძლიერი ბორკილია." - ლიკურგოსი.

"ყური ყველას მიაწვდინე, სიტყვა იშვიათს;რჩევა სიამოვნებით მოისმინე, დარიგებას კი იაფად ნუ გასცემ." - შექსპირი.

"სიმართლე - მწარე, არასასიამოვნო გემოს სასმელია, სამაგიეროდ, ჯანმრთელობის აღმდგენი საშუალებაა." - ბალზაკი.

"თუ ლამაზ ქალზე დაქორწინდი - იამაყე! ხოლო თუ არ დაქორწინდი - გაიხარე!" - მოპასანი.

"ცუდ წიგნებსაც ისევე შეუძლიათ ადამიანის გაფუჭება, როგორც ცუდ ამხანაგებს." - ფილდინგი.

"სირცხვილი ადამიანების მიმართ კარგი გრძნობაა, მაგრამ უკეთესია სირცხვილი საკუთარი თავის მიმართაც გაგვაჩნდეს." - ტოლსტოი.

"ამბობენ, რაც უნდა ქალს, ის უნდა ღმერთსაცო, მაგრამ არავინ ასრულებს მის სურვილს, რადგან მარტო უფალმა უწყის, რა უნდა ქალს." - მელიხანი.

"მოვალეობა - ეს არის ის, რაზეც აგდებულად ფიქრობ, აკეთებ უგუნებოდ, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში ამაყობ მისით." - ნიცშე.

"გონების ენას მაშინ გაიგებენ, როცა გულზე გაივლის." - რუსო.

"აღზრდის წრეს კრავს ოთხი საწყისი:ქველმოქმედება, ზრდილობა, კეთილი ქცევა და ცოდნა." - ჩერნიშევსკი.

8
727
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინი ტუხაშვილი
ნინი ტუხაშვილი
727
  
2013, 24 ივნისი, 16:30
არა ჩემო კარგო.
2013, 24 ივნისი, 16:27
მაგარია და თქვენი ხომ არაა შემთხვევით?:)))))
2013, 24 ივნისი, 16:23
მე შენ მიყვარხარ-რომ გითხრა ახლა... და გულზე თბილად თავი მოგადო... რომ გითხრა ჩემთვის შენა ხარ განცდა... სულის გრძნობები უნდა მოგანდო... მთვარეულივით უშენოდ დავალ... ცისკარზე სიზმრებს ვაგროვებ ურჩად... გაყინულ გულში მშველელად ჩავალ... და გავუყვები ცალუღელ ქუჩას... დრო ტკივილს ციდან ქარებით ფანტავს... ქარიან ფიქრებს ამძიმებს დაღლა... ჩემი თვალები გრძნობებით გხატავს... და ამ ნახატში მიყვარხარ ახლა.
2013, 24 ივნისი, 14:35
"სიყვარული ერთადერთი გატაცებაა, რომელიც არ სცნობს წარსულს და არც მომავალს." - ბალზაკი.
2013, 24 ივნისი, 14:30
მე ეს მომწონს
"სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა.იგი სწრაფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი." - ბალზაკი.
2013, 24 ივნისი, 14:26
დიდი მადლობა ქალბატონო ვიზა:)))))
2013, 24 ივნისი, 14:23
ნინი როგორ მომწონხარ და სტატიაც ძალიან მომეწონა.
2013, 24 ივნისი, 14:23
"თუ ლამაზ ქალზე დაქორწინდი - იამაყე! ხოლო თუ არ დაქორწინდი - გაიხარე!" - მოპასანი.
0 1 8