x
image
worldsport.ge
სიურპრიზი რიტა მონტელასათვის

imageცნობილი ამბავია, რომ იტალიელები ქართველებს ბევრ რამეში გვგვანან. პირველ ყოვლისა კი ჩვენი მსგავსება ხასიათის საერთო შტრიხებითაა განპირობებული. ქართველებმაც და იტალიელებმაც სიძულვილიც და სიყვარულიც გადაჭარბებულად ვიცით და ეს ჭეშმარიტება რამდენიმე დღის წინ, ფლორენციის “ფიორენტინას” მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამაც დაადასტურა.
ვინჩენცოს მეუღლისათვის, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, საჩუქრის ორიგინალური სახით ჩუქება გადაუწყვეტია და დაბადების დღის საღამოს, სახლში უცნაურად შემოსილ და შეღებულ მსახიობებთან ერთად მისულა. ვინჩენცოს ცოლი, რიტა მონტელა, როგორც ჩანს მსგავსი უცნაური სიურპრიზებით არ არის განებივრებული და მის ზღურბლზე დანახული უცნაურად ჩაცმული და შეღებილი ხალხის დანახვაზე ცუდად გამხდარა და მის მოსასულიერებლად ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. მოსულიერებულ რიტა მონტელას კი უთქვამს, რომ აღარ სურს მსგავსი სიურპრიზები და ქმრისგან საჩუქრად უბრალო ყვავილებსაც სიამოვნებით მიიღებს.


www.worldsport.ge

0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0