x
image
cxvedo
ჰაბლის ტელესკოპმა გიგანტური პლანეტა აღმოაჩინა
როგორც NASA იუწყება, Hubble-ის ტელესკოპის აღმოჩენამ მეცნიერები ჩიხში შეიყვანა: მან Hydra-ს თანავარსკვლავედში მდებარე პლანეტა აღმოაჩინა.


Hydra Constellation


საოცარი და საკვირველი ისაა, რომ ვარსკვლავი ჰიდრა ზედმეტად ახალგაზრდა ვარსკვლავია იმისათვის, რომ პლანეტები გაიჩინოს. გარდა ამისა, მეცნიერთა გამოთვლების თანახმად, მას არ გააჩნია პლანეტების შექმნისთვის საჭირო მასალები. არსებობს კიდევ ერთი შეუსაბამობა: ვარსკვლავ ჰიდრას ზომის სიმცირის გამო (იგი ჩვენი მზის მასის 55%-ია) არ შეუძლია ასე მოშორებით (აღმოჩენილი პლანეტა ვარსკვლავ ჰიდრასგან 12 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული) მყოფი პლანეტის "დაჭერა" და მის ირგვლივ ორბიტაზე ბრუნვის "იძულება". (შედარებისთვის: ჩვენი პლანეტა მზისგან 149 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული)


Hydra Constellation



"თუ ვარსკვლავ ჰიდრასა და Hubble-ის მიერ აღმოჩენილი პლანეტის ზომები სწორადაა გამოთვლილი, თეორიულად, შეუძლებელია ასეთი პლანეტა საერთოდ არსებობდეს" - აცხადებს ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი Alan P. Boss.


ჰიდრას თანავარსკვლავედი დედამიწიდან 176 სინათლის წელიწადითაა დაშორებული.



0
447
13-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0