x
worldsport.ge
“კარპატის” ვიცეპრეზიდენტი: “ყენიამ საკუთარი თავი 2,5 მილიონად შეაფასა”

imageლვოვის “კარპატის” ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ ვაცკომ განმარტა, თუ რატომ არ გაუშვეს ლევან ყენია გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დიუსელდორფის “ფორტუნაში”.
“ლევან ყენიას თაობაზე წინადადებით დიუსელდორფის “ფორტუნამ” მოგვმართა და 250000 ევრო შემოგვთავაზა. თავად ყენიამ ჩვენთან კონტრაქტის გაფორმების დროს, საკუთარი თავი 2, 5 მილიონ ევროდ შეაფასა.
რუსეთის ერთ-ერთმა კლუბმა იგორ ხუდობიაკის იჯარის სანაცვლოდ 50000 დოლარი შემოგვთავაზა, ხოლო ოდესის “ჩერნომორეცს” მისი წაყვანა 100000-ად უნდოდა.
ღირს ასეთ თანხად ფეხბურთელების გაშვება? თუ ახლა ყველას უნდა კლუბში არსებული სიტუაციის გამოყენება? ჩვენ სხვებს ამ სიტუაციის გამოყენების უფლებას არ მივცემთ.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge/

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0