x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა!

image ლაშა შავდათუაშვილი რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა მსოფლიო ასპარეზზე.მან ახალგაზრდებში მაშინვე წარმატებით დაიწყო ასპარეზობა და საუკეთესო შედეგსაც მიაღწია.მის თავდადებულ ვარჯისს ამაოდ არ ჩაუვლია და სულ რაღაც ერთ წელიწადში ის მსოფლიოს ერთ-ერთი ძლოიერი ძიუდოისტი გახდა.ის მოწინავე გახდა საქართველოს ნაკრებისა და ასევე მსოფლიო რეიტინგის სათავეშიც მოქცა.გასულ წელს მან ბეჭდაუდებელმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოიგო ევროპა, შემდეგ მსოფლიოზე დაიკავა მე-3 ადგილი, რაც მსაჯების არაკომპედენტურობამ გამოიწვია(მაშინ ლაშა კორეელს ხვდებოდა და აშკარად მას ეკუთვნოდა ის ქულები რომლებსაც მას არ უწერდნენ, თვით წამყვანიც კი შეშფოთებული დარჩა მსაჯების ასეთი ქცევით და რათქმა უნდა ლაშასაც გული ძალზე დასწყვიტეს, მაგრამ ამან იგი მაინც ვერ შეაჩერა და მე-3 ადგილი მაინც დაიკავა!).ლაშა სულ რაღაც 4 თვის წინ გადავიდა დიდების ნაკრებში, იგი მაშინ 20 წლისაც არ იყო, რომ საქართველოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა დიდებში და მოგვიანებით თბილისში ჩატარებულ ევროპის თასზე 1-ლი ადგილი დაიკავა, რითაც იგი მსოფლიო რეიტინგში 63-ე ადგილზე აღმოჩნდა.ცოტა მოგვიანებით კი- მან მსგავსი ტურნირი მოიგო ჩეხეთში სადაც ასევე 1-ლი ადგილი დაიკავა და მსოფლიო რეიტინგში 42 ადგილზე გადაინაცვლა.მას ერთი ნაბიჯიღა აშორებდა ოლიმპიადამდე და აი გუშინ რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მან ევროპის ჩემპიონატზე დაიკავა მე-3 ადგილი(ისევ მსაჯების არაკომპედენტურობის გამო, უხეშად რომ ვთქვათ იგი აწამეს ქულების დაწერაზე, ჯერ რუს მოჭიდავესთან, სადაც დაათმობინეს შეხვედრა, შემდეგ კი- ფრანგ მოჭიდავესთან, ლაშამ სანამ ფრანგი მოჭიდავე მე-2-დ არ წააქცია ზურგზე, გამარჯვება არ მისცეს), მაგრამ ლაშას მესამე ადგილმა მაინც ყველა ქართველი გაახარა, რადგან მისი ამოცანა იყო მოეპოვა ოლიმპიადის ლიცენზია და ლაშამ თავისი ამ გამარჯვებით მოიპოვა ოლიმპიადის ლიცენზია.ასეთი ადამიანები ბევრი არ ჰყავს ჩვენს სამშობლოს, მან დაუჯერებლად მოკლე დროში, 4 თვეში 6 შეხვედრა ჩაატარა და აქედან სამი შეხვედრა 1-ლი ადგილით დაასრულა, რითაც ყველასდა გასაოცრად მან ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა და იმ მოჭიდავეებს აჯობა, რომლებიც 4 წელი უნდებიან ლიცენზიის მოპოვებას.ასეთი შემთხვევა ჯერ სპორტის ისტორიას არ ახსოვს...არც ამ ასაკის მოჭიდავე ოლიმპიადაზე...ყველამ შევთხოვოთ ღმერთს რომ მან შესძლოს და ასახელოს თავისი სამშობლო!



0
235
6-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0