x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ლეგენდად ქცეული ძმობა
"ლეგენდად ქცეული ძმობა"-ასე უწოდეს ქართველი პოეტის, ტიციან ტაბიძის და რუსი პოეტის-ბორის პასტერნაკის მეგობრობას.ტიციანი 37-ში წაიყვანეს და როგორ დაიღუპა ან სად მარხია, არავინ იცის.ტიციანის ლექსები და სახელის ხსენება აკრძალული იყო 1958 წლამდე.პასტერნაკმა დაწერა საზოგადოების მამხილებელი წიგნი "დოქტორი ჟივაგო", 1958 წელს ამ წიგნისათვის მას ნობელის პრემია მიანიჭეს.როცა ტიციანი გადაასახლეს, ბორისმა მის ოჯახს გაუგზავნა დეპეშა:-"მე გული ამომგლიჯეს, აღარ არის ტიციანი, როგორღა ვიცოცხლო?"ტიციანის ოჯახს ყველა ერიდებოდა...

პოეტის ოჯახს ბინა ჩამოართვეს და კონფისკაცია უყვეს, ნინას არსად ღებულობდნენ სამუშაოდ.ბორისი საქართველოში ჩამოვიდა, მან თარგმნა ბარათაშვილი და ვაჟა და აღებული ჰონორარი ტიციანის ოჯახს დაახარჯა.ნინამ მას თაბახის ფურცლები აჩუქა(მაშინ პრობლემა იყო ქაღალდის შოვნა)ამ ფურცლებზე დაიწერა "დოქტორი ჟივაგო", ბორისმა კი თქვა, როცა ვწერ, სულ ტიციანი მყავს თვალწინო.

1959 წ. ბორისი აიძულეს, დაეტოვებინა რუსეთი და მან საცხოვრებლად საქართველო აირჩია.იგი ჩუმად ხვდებოდა გოგლას, სიმონ ჩიქოვანს, ლადო გუდიაშვილს.გამგზავრებისას ბორისმა ნინა მაყაშვილს სადგურის ბაქნიდან დაუძახა:-"ნინა, მე მანდ დავრჩი, შეუძლებელია, მე მივდიოდე.სახლში რომ მიხვალ, მომძებნე და იქ ვიქნებიო."

სიკვდილის წინ ნინა უვლიდა პასტერნაკს ზინასთან ერთად.მას ბალიშის ქვეშ ორი წერილი უპოვეს-ტიციანის და რილკეს.


შორენა-ალაზნისპირელიimage

0
235
8-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0