x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბერძნული მწვანე სალათა-საზაფხულო დიეტური კერძი
ზაფხულში მეტად აქტუალური ხდება სალათები, რომელიც ადვილად მზადდება, მსუბუქი და დიეტური შემადგენლობის გახლავთ.

ბერძნული სალათის ოთხი ულუფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


imageმწვანე ზეთისხილი-400 გ.

ყველი ფეტა-150გ.


საშუალო ზომის კიტრი-ორი ცალი;

ორეგანო (თავშავა)-5-6 ღერი;

სალათის ფურცლები-ერთი კონა;

მწვანე ხახვი-რამდენიმე ღერი:

ზეითუნის ზეთი- 3 სუფრის კოვზი;
შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.



მომზადება:

კიტრი დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად. მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით, ზეთისხილი ამოიღეთ ქილიდან და შეაშრეთ.

ყველი პატარა კუბიკებად დაჭერით.


თავშავას მოაშორეთ ფოთლები, დაჭერით წვრილად, ჩააწყვეთ დიდ ჯამში, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პილპილი, ოდნავ ამოურიეთ.

დაამატეთ სალათის ფურცლები, კიტრი, ხახვი, ზეთისხილი, აურიეთ, მარილი მოაყარეთ გემოვნების მიხედვით.

სალათა გაანაწილეთ თეფშზე, მოაწყვეთ ზემოდან ყველის ნაჭრები.

გემრიელად მიირთვით.







0
235
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0