x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გაერო - ბრძოლა აპართეიდის წინააღმდეგ
1948-1994 წლებში სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის სახელით ცნობილმა პოლიტიკურმა სისტემამ, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას ეფუძნებოდა და წარმოადგენდა ერთი მუჭა თეთრკანიანების ბატონობას ქვეყნის შავკანიანი და ფერადკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 80%-ზე, შეძრა მთელი მსოფლიო.




მე-17 საუკუნეში ინგლისმა და ჰოლანდიამ მოახდინა სამხრეთ აფრიკის კოლონიზაცია. ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა, ბურებმა კონტინენტზე დააარსეს კოლონიები ორანჟი და ტრანსვაალი. ალმასის საბადოების აღმოჩენის შემდეგ, ინგლისმა მოინდომა ბურების მიწების დაპყრობა, რასაც მოჰყვა ინგლის-ბურების ომი, რომელიც ამ უკანასკნელთა დამარცხებით დასრულდა. 1910 წელს ორანჟი და ტრანსვაალი გაერთიანდა კოლონია კაპთან და ნატალთან, რის შედეგადაც შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი ინგლისის დომინიონის სტატუსით.


მიუხედავად იმისა, რომ რასობრივი სეგრეგაცია სამხრეთ აფრიკაში დაიწყო რამდენიმე საუკუნით ადრე, კერძოდ კოლონიალიზმის ხანიდან, აპართეიდი, როგორც პოლიტიკური სისტემა ჩამიყალიბდა 1948 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 1948 წელს სამხრეთ აფრიკის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა "გაერთიანებულმა ეროვნულმა პარტიამ". პარტია აცნობიერებდა რა, რომ ქვეყნის ძალიან მცირე თეთრკანიან მოსახლეობას შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა მრავალრიცხოვანი შავკანიანი მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობის შედეგად, დაიწყო მკაცრ რასობრივ სეგრეგაციაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. სწორედ ამ პოლიტიკას ეწოდა აპართეიდი.


1950 წელს მთავრობამ სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა სამ ნაწილად დაყო : "თეთრკანიანები", "შავკანიანები" და "ფერადკანიანები"(აქ იგულისხმებოდა ინდური და აზიური წარმოშობის მოსახლეობა). 1951 წელს ქვეყნის ტერიტორიაზე დაარსდა ე.წ "სამშობლოები" (homelands), რომლებშიც ძირითადად იძულების წესით გადაასახლეს შავკანიანები და ფერადკანიანები. მათ დაურიგდათ საბუთები, რომელთა გარეშეც ეკრძალებოდათ homeland-ებს შორის გადაადგილება. აღნიშნული პოლიტიკური ქმედების მიზანი იყო ჩამოეშორებინათ შავკანიანები და ფერადკანიანები სამხრეთ აფრიკის პოლიტიკური ცხოვრებიდან.



1948 წლიდან მოყოლებული, იმის გარდა რომ მოახდინეს მოსახლეობის სეგრეგაცია და იძულებით გადასახლება, სამხრეთ აფრიკაში დამატებით შემოღებული იქნა უამრავი დისკრიმინაციული კანონი:

1949 წელს ძალაში შევიდა შერეული ქორწინების ამკრძალავი აქტი.

1951 წ. - აქტი, რომლითაც აიკრძალა სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის სექსუალური კავშირის დამყარება.

1953 წ. - აქტი ადგილობრივი მუშახელის შესახებ, რომლითაც შავკანიან და ფერადკანიან მუშებს აეკრძალათ გაფიცვა.

1953 წ. - აქტი, რომლის ძალითაც რასობრივი სეგრეგაცია გავრცელდა ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. 1953 წლიდან სამხრეთ აფრიკის სკოლეზე, სასაუზმეებზე, პლაჟებსა და ზოგადად ყველა დაწესებულებაზე გაცნდა წარწერა "მხოლოდ შავკანიანები" ან "მხოლოდ თეთრკანიანები".




1946 წელს ინდოეთის მთავრობამ მოითხოვა სამხრეთ აფრიკაში ეთნიკური ინდოელების დისკრიმინაციის ფაქტი შესულიყო გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის დღის წესრიგში. თავის მხრივ, აფრიკულმა მხარემ განაცხადა, რომ ინდოეთის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებილიყო, რადგან საკითხი უშუალოდ ქვეყნის საშინაო საქმეებს ეხებოდა და საერთაშორისო საზოგადოება მასში არ უნდა ჩარეულიყო. გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ინდოეთის სასარგებლოდ, რასაც მოჰყვა გაეროს სერიოზული დაინტერესება სამხრეთ აფრიკაში ეთნიკური ინდოელებისადმი მთავრობის მოპყრობის საკითხით.


ადამიანის უფლებების საერთაშორისო-სამართლებრივი დაცვა საკმაოდ პრობლემატური საკითხია. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა. სამხრეთ აფრიკის კავშირი სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ მოსახლეობისადმი მოპყრობა ქვენის საშინაო საქმეს წარმოადგენდა და გაეროს მხრიდან მასში ჩარევა არ იქნებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისი ქმედება. მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოება არ შეიძლება არ რეაგირებდეს, როდესაც ქვეყანაში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების მასშტაბურ დარღვევას, რაც ხდება ხოლმე გენოციდი ან ეთნიკური წმენდის დროს და რაც ასევე აშკარად ხდებოდა სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის პირობებში.


1946 წლის 8 დეკემბერს აფრიკული და ინდური მხარის შეხვედრისა და მათ შორის მოლაპარაკებების შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 44, რომელიც მხარეებს შეთანხმების პირობების დაცვას ავალდებულებდა. სამხრეთ აფრიკაში სიტუაციის არშეცვლის გამო, გაერო კვლავ ცდილობდა გარკვეული ზომების მიღებას, მაგრამ 1947 წელს ორგანიზაციამ ვერც ერთი რეზოლუციის მირება ვერ მოახერხა ხმების 2/3-ის მოუპოვებლობის გამო.


1948 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოფიციალურად დამყარდა აპართეიდი და ფაქტიურად ქვეყანაში უკვე დაკანონდა რასობრივი დისკრიმინაცია. ამ ფაქტის გამო ინდოეთმა კიდევ ერთხელ მიმართა გაეროს. ინდური მხარე აცხადებდა: "თუ მივიჩნევთ, რომ განსხვავებულად უნდა ეპყრობოდნენ თეთრკანიანი და შავკანიანი რასის წარმომადგენლებს, მაშინ საკმაოდ ბუნდოვანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებს შორის სოლიდარობისა და შედეგად მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების პერსპექტივები." ინდოეთის ძალისხმევა არ აღმოჩნდა უშედეგო და 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერომ მიირო დეკლარაცია, რომელიც შემდგომში მიღებულ სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებთან ერთად, განსაზღვრავდა ადამიანის ძირითადი უფლებების შინაარსს. დეკლარაციის მიღებით, პირველად კაცობრიობის ისტორიაში შედგენილი იქნა ადამიანის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ნუსხა და აღიარებული იქნა, რომ ეს უფლებები ადამიანისაგან განუყოფელია.


1948 წლის დეკლარაციის მიღება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ აპართეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ იგი წარმოადგენდა იმდროინდელ და მომავალში ჩაგრული ხალხის დაცვის საფუძველს. საყოველთაოდ არიარებული სამართლებრივი დოკუმენტის არსებობა შესაძლებელს ხდიდა საერთაშორისო საზოგადოებას მისით ეხელმძრვანელა და გარკვეული ზომები მიეღო დეკლარაციის დამრღვევი ქვეყნების მიმართ.


1950-იან წლებში გაერომ მიიღო რამდენიმე რეზოლუცია აპართეიდის წინაარმდეგ, მაგრამ მათ შედეგი ვერ გამოიღეს და სამხრეთ აფრიკაში კვლავ გრძელდებოდა ადამიანის უფლლებების მასობრივი დარღვევა. უკვე 60-იან წლებში ორგანიზაცია უფრო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე გადავიდა. 1963 წელს მიღებულ იქნა რეზოლუცია 181 და 1899, რომელთა მიხედვითაც გაერომ მოუწოდა ყველა წევრ ქვეყანას შეეწყვიტათ სამხედრო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის მიყიდვა და ნავთობის მიწოდება სამხრეთ აფრიკისთვის.


1969 წელს გაერომ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონვენცია, რომელიც გმობდა და კანონგარეშედ აცხადებდა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის აპართეიდს. 1948 წლის 10 დეკემბერს მირებული მირებული დეკლარაციის მსგავსად, 1969 წლის კონვენცია ასვე იცავდა დისკრიმინაციის ყველა მსხვერპლს. ისტორიაში პირველად ხომ მიღებული იქნა საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც არა მხოლოდ გმობდა დისკრიმინაციის ყველა ფორმას, არამედ სახელმწიფოებს აკისრებდა ვალდებულებას საკუთარ ქვეყანაში აღმოეფხვრათ რასიზმი.


1994 წელს სამხრეთ აფრიკაში დასრულდა აპართეიდი. ქვეყანაში ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ნელსონ მანდელა. აპართეიდის რეჟიმის დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გაერომ, და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებამ. მართალია აპართეიდის დასრულებას ათწლეულები დასჭირდა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის გარეშე ეს პროცესი ალბათ უფრო ხანგრძლივი იქნებოდა.



ავტორი: სალომე შარაშენიძე

0
669
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე შარაშენიძე
სალომე შარაშენიძე
669
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0