x
image
worldsport.ge
პსჟ-ს დი მატეო მოუნდა

imageისე ხდება, რომ წლევანდელი სატრანსფერო ზაფხულის მთავარი გმირები არა ფეხბურთელები, არამედ მწვრთნელები არიან. “ჩელსიმ” უკვე გაიფორმა ჟოზე მოურინიო, “სიტიმ” - მანუელ პელეგრინი, “მანჩესტერმა” - დევიდ მოიესი, “ინტერმა” - ვალტერ მაცარი, “რომამ” - რუდი გარსია, “რეალი” კარლო ანჩელოტის მოელაპარაკა, მაგრამ პარიზელთა თანხმობას ელოდება.
Aამ მხრივ ფრანგული პსჟ-იც აქტიურობს, თუმცა ჯერჯერობით, მისაღები კანდიდატურა ვერ შეარჩია. ანჩელოტიმ გასაგებად უთხრა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ დარჩენის სურვილი არ აქვს. იტალიური მედიის ცნობით კი, დიდი შანსია, პარიზული კლუბი 43 წლის რობერტო დი მატეომ ჩაიბაროს. მასთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე ჩაუტარებიათ.
“მას შემდეგ, რაც ანჩელოტის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, პსჟ-ს თავკაცებმა რამდენიმე კანდიდატურის განხილვა დაიწყეს, - წერს Gოალ.ცომ, - რობერტო მანჩინიმ დაძაბული სეზონის შემდეგ დასვენება გადაწყვიტა, “ტოტენჰემმა” ანდრე ვილაშ-ბოაში არ გაუშვა, გუს ჰიდინკი მახაჭყალის “ანჟიში” დარჩა, ამის შემდეგ პარიზელები ფაბიო კაპელოსა და დი მატეოს დაუკავშირდნენ. მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ კვირას გრძელდებოდა. კაპელომ უარი თქვა, ხოლო პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ დი მატეო წარმატებული მწვრთნელია და მასთან მუშაობა საინტერესო იქნებოდა.”
“დი მატეომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ეს ბევრზე მეტყველებს, - ამბობს La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ალბერტო ჩერუტი, - მან დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის მწვრთნელია და ღირსია ევროპის საუკეთესო კლუბებში იმუშაოს. ძალიან საწყენი იქნება, თუკი რობერტო ახალ სეზონშიც უმუშევარად დარჩება. პსჟ კარგი ვარიანტია იმისათვის, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. ლეონარდომ და ანჩელოტიმ 2 წელიწადში შეძლეს უძლიერესი კოლექტივის შექმნა, რომელიც ტოლ-სწორად ეთამაშება “ბარსელონას” დარ გრანდებს. რობერტოს შეუძლია კიდევ უფრო დახვეწოს გუნდი, მას ვარსკვლავებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.”


www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0