x
მეტი
  • 15.09.2019
  • სტატია:94750
  • ვიდეო:342544
  • სურათი:456758
მთის არწივი-შამილი

სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, შამილი ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟია."როდესაც ალექსანდრე ბატონიშვილი, ძე ერეკლე მეფე მეორის-(წერს ალ.ფრონელი)-იყო დევნილი რუსთაგან, მაშინ იგი გადაიხვეწა დაღესტანში, ავარში, სოფელ სოკოლოს, რომელიც არის გიმრის მახლობლად.ამ განდევნილობის ჟამში ალექსანდრემ, როგორც უცოლო ასაკოვანმა ვაჟკაცმა, შეიყვარა რომელიმე ლეკის საშუალებით ერთი ლეკის, სახელად დენგაუს ცოლი, ქალი ლამაზი და მათ შეერთებითგან დაიბადა შამილი, რომელიც განითქვა შემდეგ დაღისტნის იმამად და შეიქმნა ძლიერ განთქმული რუსების მტერი.თვით დენგაუ იყო ძლიერ ლაღი და სუსტი ჭკუის, ხელობა იმისი იყო მხოლოდ წყლის ზიდვა საკიდრით მდინარედგან და არა მეტი ხელობა მას არ შეეძლო."

როგორც ფრონელი აღნიშნავს, ამ მოსაზრებას ადასტურებს მოხუც ლეკთაგან მოსმენილი გადმოცემებიც:დედა რომ გაუწყრებოდა შამილს, მობეზრებული მისი ცელქობით, დააყვედრიდა ხოლმე-არ დაცხრები შე გიაურო და გურჯის შვილოვო!...

ფრონელი სხვა უამრავ მასალებზე დაყრდნობით, შამილის და ალ.ბატონიშვილის პორტრეტებსაც ამსგავსებს და ამით კიდევ ერთხელ გვიდასტურებს მთის არწივის ქართულ წარმომავლობას.


შორენა-ალაზნისპირელიimage

1
553
10-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
553
  
2013, 20 ივნისი, 13:54
:D:D:D
0 1 1