x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508530
რატომ ტიროდა ესენინი
სერგეი ესენინს საქართველოში სტუმრად ყოფნის დროს ქართველმა პოეტებმა უმასპინძლეს, აიყვანეს კოჯრის ციხეზე, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა კავკასიონი, თბილისი, მარაბდა, დიდგორი...ბეთანიის მონასტერში თამარის ხატი ინახულეს.ესენინის გული ისე არაფერზე აფორიაქებულა, როგორც უბრალო გლეხი მეურმეების სადღეგრძელოზე, რომლებიც სუფრასთან მიიწვიეს პოეტებმა.

ერთმა მეურმემ ყანწი ჩამოართვა და უთხრა:-"ცოტა გვერძე მიდექ, თამარ მეფის ოქროს ქოშის ნაკვალევი არ წაშალო.თუ ვერ ხედავ, მიწას სული შეუბერე და გამოჩნდება.ასეა ჩემო ძმისწულო, ქართველები ჩვენს წმინდა მიწაზე ვდგავართ, ხშირადაც ვიჩოქებთ და ვკოცნით წინაპრის ნაფეხურს.ძალაც იქიდან გვეძლევა, ამიტომ არის, მტერი და დუშმანი რომ ვერ გვერევა.ეს იმათი დიდებისა იყოს, ვისაც აქ გაუვლია, კვალი დაუტოვებია, ხატი და სანთელი უდიდებია, თვითონაც თავი გაუწირავს და ჩვენი მიწა-წყალი დაუცავს, ჩვენი ჯილაგი დღემდე მოუტანია".

მეორემ თქვა-"ღმერთმა პურისჭამა ნუ მოგიშალოთ!ვინც თქვენს შემდეგ ამ მდელოზე სუფრას გაშლის და თქვენ გაგიხსნებთ, ვინც მწყურვალს ღვინოსა და მშიერს ლუკმას მიაწვდის, პერანგს გაიხდის და სხვას ჩააცმევს, წარსულის შესანდობარსა და მომავლის დღეგრძელობას იტყვის, სიკეთის უღელსი შეებმება და კაცობის კვალს დასტოვებს-იმას გაუმარჯოს."

მესამემ თქვა-"საითაც წადგეთ და წამოდგეთ, ამ დაღლილი მზის მადლი ნუ მოგეშალოთ."


მეოთხემ თქვა-"გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვედს, ცის ნამს, დედამიწის მოსავალს, კაცის მარჯვენას და მშობიარე დედაკაცსო."

... როცა ესენინს ჰკითხეს, რატომ ტიროდა, მან უპასუხა:-"რა მატირებს და ჩემი უძლურება.მე, რუსეთის დიდ პოეტს, imageრომ არ შემიძლია სადღეგრძელოს ისე ლამაზად თქმა, ეს უსწავლელი გლეხები რომ ამბობენო".

შორენა-ალაზნისპირელი

2
387
6-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
387
  
გმადლობ ნათია
2013, 20 ივნისი, 12:51
კარგი სტატიაა...
სადღეგრძელოები კი ვიცით ქართველებმა...
0 1 2