x
image
worldsport.ge
ყენიას და დაუშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავთ

imageლვოვის “კარპატის” ახალ მთავარ მწვრთნელად ალექსანდ სევიდოვი დანიშნეს. საფეხბურთო კლუბ “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ სევიდოვმა ლვოველებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალი მწვრთნელო “კარპატის”, სადაც ლევან ყენია და მურთაზ დაუშვილი ირიცხებიან, ოთხშაბათ დილით წარუდგინეს. განვლილ სეზონში სევიდოვი “ჰოვერლაში” მუშაობდა, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში მე-15 ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ლვოველთა ხელმძღვანელობამ ტრანსფერზე 19 ფეხბურთელი დააყენა, მათ შორის ქართველი ლეგიონერებიც. ჯერჯერობით, როგორც ყენია, ასევე დაუშვილი, გუნდთან ერთად არიან და მოინდომებს თუ არა სევიდოვი მათთან თანამშრომლობას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0