x
image
worldsport.ge
მანჩინის რუსული შანსი კაპელოს ტრანსფერზე ჰკიდია

imageიტალიური პრესის ცნობით, რობერტო მანჩინი შეიძლება რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს, თუ ამ თანამდებობაზე მომუშავე ფაბიო კაპელომ კარიერა ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელა. ფრანგები კაპელოს გადასაბირებლად აქტიურად რომ მუშაობენ და რუსებისთვის კარგი კომპენსაციის გადახდაზეც თანახმანი არიან, ბოლო დროს ევროპულ გამოცემებში არაერთგზის დაიწერა.
რობერტო მანჩინი კი ამჟამად თავისუფალია. ბოლოს იგი “მანჩესტერ სიტის” ედგა სათავეში და კლუბის ხელმძღვანელობამ პრემიერლიგის გასული სეზონის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გაათავისუფლა.


www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0