x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
5 კინო რომელსაც აუცილებლად უნდა უყურო შენი ცხოვრების განმალობაში (+ მოკლე აღწერა).
1. სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. After Life.image

ფილმის შესახებ:

ახალგაზრდა ქალი შიშმა მოიცვა, როდესაც მას გამოეღვიძა და აღმოაჩინა, რომ იგი მორგშია და ყველას გარდაცვლილი ჰგონია.

2. ჯეინ იარი. Jane Eyre.imageფილმის შესახებ:
უმწეო გოგონების თავშესაფარში გაზრდილი, ობოლი ჯეინ იარი იწყებს მუშაობას ტორნფილდში, ედვარდ როჩესტერის მამულში.ბატონი ხშირად მოგზაურობს და მისი არყოფნის დროს ჯეინმა უნდა იზრუნოს არისტოკრატ მოზარდზე, რომელსაც ედვარდი ზრდის. ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება და იწყება რომანტიული ისტორია.
3. წყალი სპილოებისთვის. Water For Elephants.imageფილმის შესახებ:
სტუდნტი ვეტერინარი იაკობი ტოვებს სასწავლებელს, მას შემდეგ რაც მისი მშობლები იღუპებიან. იგი უერთდება "Benzini Brothers"-ს, გრანდიოზულ მოხეტიალე ცირკს. იქ იგი ვეტერინარად იწყებს მუშაობას. იაკობს უყვარდება ლამაზი მარლენი, რომელიც ქარიზმატული და სასტიკი მომთვინიერებელი ავგუსტის ცოლია.
4. მონსტრი. Monster.imageფილმის შესახებ:
სასიყვარულო ისტორია, რომელიც ორი ქალის მაწანწალა მეძავი უორნოსის, რომელიც თავის კლიენტებს კლავს, და სელბი უოლლი, რომელიც მშობლებმა ფლორიდაში გააგზავნეს მამიდასთან, 'ლესბოსური გადახრებისგან განსაკურნებლად' – საშინელი დანაშაულების ფონზე ვითარდება. სასოწარკვეთილი ეილინი, რომელსაც თვითმკვლელობის აზრები მოსდის თავში, ბარში შევა, სადაც სელბის შეხვდება და შეუყვარდება ის. სელბისთან საცხოვრებლად, ის აგრძელებს თავისი სხეულით ვაჭრობას. მასში საშინელი სიძულვილი გაიღვიძებს, რომელიც მკვლელობების სერიას გამოიწვევს... საინფორმაციო საშუალებები მას მეტსახელად მონსტრს უწოდებენ – პირველ სერიულ მკვლელ ქალს.
5. გოგონა დრაკონის ტატუთი. The Girl with the Dragon Tattoo.image


ფილმის შესახებ:

40 წლის წინ ჰარიეტ ვანგერი უკვალოდ გაქრა კუნძულზე, რომელიც ვანგერების ძლევამოსილ კლანს ეკუთვნის. მისი ცხედარი ვერ იპოვეს. ბიძა დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობაა და მკვლელი ოჯახის ერთ-ერთი წევრია. გამოძიებას ის ავალებს ჟურნალისტ მიქაელ ბლუმკვისტს და ჰაკერ გოგონას ლისბეტ სალანდერს.

4
657
7-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
657
  
2013, 19 ივნისი, 11:10
1-ლი ფილმი კარგია. ბოლოს არ მახსოვს, უცნაურად დასრულდა თითქოს ცოცხალი იყო ეს გოგო ჰმ....???
2013, 18 ივნისი, 22:01
საინტერსო სტატიაა. მე პირადად "ჯეინ ეარს" ლიტერატურაში გავუშვებდი... თუმცა არც ფილმია ცუდი.
2013, 18 ივნისი, 22:00
მე პირიქით ვფიქრობ, ჩემი აზრით პირველი ფილმი აქედან ყველაზე მაგარია...
2013, 18 ივნისი, 19:33
სტატიას მოგიწონებ.
არაუშავს ჩამონათვალია მაგრამ პირველ ფილმს თუ არ უყურებს ვინმე დამიჯერე არაფერი დააკლდება:)
0 1 4