x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
„მობილურთან“ დაკავშირებული შიშის ახალი სახეობა

ფსიქიატრიაში ცნობილია შიშების – „ფობიების“ უსასრულოდ მრავალი გამოვლინება. უკანასკნელ წლებში მათ მიემატა „ნომოფობია“, რაც ამავე დროს ნეოლოგიზმიც არის – წარმოქმნილია ინგლისური სიტყვებიდან: „no mobile phobia“ და გულისხმობს ადამიანის უმობილუროდ დარჩენის შიშსა და ღელვას.

დიდ ბრიტანეთში, კომპანია „SecurEnvoy“–მ ასეთი შიშები აღმოუჩინა რესპოდენტთა ორ მესამედს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 41%–მა განაცხადა, რომ მათ აქვთ არა ნაკლებ ორი ტელეფონისა, რათა სულ მზად იყვნენ კავშირებისათვის.

ამას გარდა, დაფიქსირდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებიც: „მობილურის“ დაკარგვის შიში აქვთ ქალების 70%–ს და მამაკაცების 61%–ს, სამაგიეროდ მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ ორი „მობილური“ (47%), ვიდრე ქალებს (36%).

რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ხშირად არის შეპყრობილი „ნომოფობიით“. 18–დან 24 წლამდე ამ „დაავადების“ სიმპტომები დადგინდა 77%–ში. ასევე მაღალია მონაცემები 25–დან 34 წლამდე – 68%.

უნდა აღინიშნოს, რომ „მობილურის“ დაკარგვის შიში იზრდება ყოველწლიურად– შედარებისათვის: მსგავსმა გამოკითხვამ 2008 წელს „ნომოფობიის“ სულ 53% გამოავლინა.image

0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0