x
image
აბრაგი
ანეკდოტები
imageსიტუაცია ჯარში:
– კაპრალო, ხერხეულიძე, გამოდით მწყობრიდან! _ გასცა ბრძანება უფროსმა.
კაპრალი უგონოდ ეცემა მიწაზე.
– რა მოუვიდა? _ კითხულობს უფროსი.
– მწყობრიდან გამოვიდა…






- ეხლა კარგად მომისმინე, თუ არ გადამიხდი 100 000 დოლარს, ან შვილს მოგტაცებ, ან მანქანას დაგილეწავ, ან სახლს გადაგიწვავ…
- ჯერ გადაწყვიტე რა გინდა და მერე დამირეკე რა.




ღამის 4 საათზე მიხოს კარზე ბრახუნია.მიხო ნამძინარევი ხმით ეკითხება:
–რომელი ხარ?
–ჟან კლოდ ვან დამი!
–ახლა გამოვალ და ოთხივეს დედებს გიტირებთო!–ყვირის მიხო.





სვანები რესტორანში შევლენ და დაინახავენ თეფშები ერთმანეთზე ორ-ორად ალაგია, მიიხედ მოიხედავენ და ერთმანეთს კალთაში ჩაუჯდებიან.








სვანი ჯარიდან ჩამოვიდა, მხარზე “მუხა" ჰკიდია.
მამა ეკითხება:
ეგ რა არის?
ესა მამა “ მუხაა".
რას აკეთებს ეგ “მუხა"?
აი, ტუალეტს ხომ ხედავ, ეგა ვითომ ტანკია.
გაუქანებს მუხას და ააფეთქებს ტუალეტს.
გავა ხუთი წუთი, შვილი ეკითხება მამას:
მამა დედა სად არის?
ტანკში იჯდა შვილო.








– დალევ?
– არა, მანქანით ვარ.
– სახლში დაგეტოვებინა და ისე მოსულიყავი?!
– მეშინოდა, ქეიფი უჩემოდ არ დაგეწყოთ.









15 სექტემბერია. სკოლებში სწავლა დაიწყო. პირველკლასელებს მასწავლებელი უხსნის:
– ბავშვებო, აქ სკოლაა. აქ არ შეიძლება ხმაური. თუ რამე გსურთ ან რაიმეს კითხვა გინდათ ხელი უნდა აიწიოთ…
ამ დროს ერთმა მოსწავლემ ხელი აიწია. მასწავლებელი მზრუნვალედ შეეკითხა:
– ბიჭუნა, გინდა რამე?
-არა, არაფერი. უბრალოდ, ვამოწმებ სისტემა როგორ მუშაობს.

1
26
4-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
26
  
2013, 17 ივნისი, 4:37
ძველებია მაგრამ მაგრები
0 1 1