x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
კომანდანტე ჩე გევარა
14 ივნისს შესრულდა ჩე გევარას დაბადებიდან 85 წელი. გადავწყვიტე მომეთხრო თქვენთვის მძიმე ფორმის ასტმით დაავადებული მოზარდიდან, როგორ გადაიქცა ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რევოლუციონერად.image


ერნესტო "ჩე" გევარა (სრული სახელი ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა). საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა“, ან „ელ ჩე“. ლათინოამერიკელი რევოლუციონერი, 1959 წლის კუბის რევოლუციის კომანდანტე და კუბის სახელმწიფო მოღვაწე. image


მეტსახელით "ჩე" ის თავის არგენტინულ წარმოშობას უსვამდა ხაზს, სადაც "ჩე" ძალიან გავრცელებული გამოთქმაა და ადამიანს ყურადღებისაკენ მოუწოდებს საუბრის დასაწყისში. ეს არის სიტყვა ესკუჩეს (მისმინეთ) შემოკლებული ფორმა.image


დაიბადა 1928 წლის 14 ივნისს არგენტინაში ირლანდიელი არქიტექტორის ერნესტო გევარა ლინჩის ოჯახში. აქვს ასევე ესპანური ფესვები. ერნესტოს გარდა ოჯახში კიდევ 4 ბავშვი იყო. image



2 წლის ასაკში მან ბრონქიალური ასტმის მწვავე შეტევა გადაიტანა. ავადმყოფობა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში სდევდა თან. ასტმას არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო.image


წოდება კომენდანტე (მაიორი) 1954-1959 წლების კუბის რევოლუციის დროს უმაღლესი სამხედრო წოდება იყო რევოლუციონერებს შორის. ეს წოდება ჩე გევარამ 1957 წლის 5 ივნისს მიიღო. ფიდელ კასტრომ მას 75 ჯარისკაციანი კოლონა გამოუყო.image


ჩე გევარამ 2-ჯერ შემოიარა მთელი ლათინური ამერიკა, სადაც ყველა სახის რევოლუციურ შეტაკებებში მონაწილეობდა. მეორე მოგზაურობისას ის კუბელი აჯანყებულების კომპანიაში მოხვდა, რომელთა მეთაურიც ფიდელ კასტრო იყო.image


კასტრომ თავისი მომავალი "თანამებრძოლი" 1955 წლის 9 ივლისს გაიცნო მეხიკოში, თავისი ემიგრაციის პირველივე დღეს. კასტრო ჩე გევარას უფრო დიდ რევოლუციონერად მიიჩნევდა ვიდრე საკუთარ თავს.image


1956 წლის 22 ივლისს მეხიკოს ერთ-ერთ ქუჩაში პოლიციამ ფიდელ კასტრო დააპატიმრა. რამოდენიმე ხნის შემდეგ დააპატიმრეს ასევე ჩე გევარა რანჩ "სანტა-როსაზე". გევარა დაახასიათეს, როგორც "საერთაშორისო კომუნისტური აგიტატორი".image


ერთი თვის შემდეგ ჩე გევარას და კუბელი კალიკსტო გარსიის გარდა ყველა გამოუშვეს ციხიდან. ფიდელ კასტრომ მეგობარს უთხრა: "მე შენ არ მიგატოვებ". ჩე გევარამ ციხეში 57 დღე გაატარა.image


კუბის სანაპიროებთან კასტრო, ჩე გევარა და სხვა მებრძოლები 1956 წლის 2 დეკემბერს იახტა "გრანმათი" მივიდნენ. აქ მათ ჯარისკაცები, ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები და გემები ელოდებოდა. რევოლუციონერებს ცეცხლი გაუხსნეს. 85 მებრძოლიდან ნახევარი დაიღუპა, 20 ადამიანი კი ტყვედ ჩავარდა.image


ომის განმავლობაში ჩე დღიურს აწარმოებდა, რაც გახდა საფუძველი მისი ცნობილი წიგნისა "რევოლუციური ომის ეპიზოდები".


კუბაზე ფიდელ კასტროს რეჟიმის მოსვლის შემდეგ დაიწყო რეპრესიები მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ჰავანას ციხე ლაკაბანიაში სიკვდილიტ დასჯებს პირადად ჩე-გევარა ხელმძღვანელობდა. ასევე ის იყო სააპელაციო კომიტეტის ხელმძღვანელიც.image


1966 წლის დეკემბერში ჩე გევარა სათავეში ჩაუდგა პარტიზანულ აჯანყებას ბოლიციაში, სადაც მასზე ნადირობა გამოაცხადეს. ჩე გევარა გლეხმა გაყიდა. ჩე გევარს თოფი მწყობრიდან გამოვიდა, თვითონ ის დაიჭრა. 1967 წლსი 9 ოქტომბერს ის დაიღუპა.image


ჩეს დაკარგვა ფიდელ კასტროს ცხოვრებაშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია იყო. დატყვევებიდან რამოდენიმე საათში ჩე გევარა დახვრიტეს და დაასაფლავეს ბოლივიის ქალაქ ვალდე-გრანდეში. 1997 წელს მისი ნეშტი კუბის ქალაქ სანტა-კლარას მავზოლეუმში გადმოიტანეს.image




1
207
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
207
  
2013, 16 ივნისი, 20:06
ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე საინტერესო იყო
0 1 1