x
image
lady.ge
როგორი სათვალე ვატაროთ ამ ზაფხულს?

image






თქვენი არ ვიცი და პირადად მე ორი სისუსტე მაქვს, სათვალეები და ჯინსები. ამიტომ ყველა შესაძლო სიტუაციაში შანსს არ გავუშვებ ხელიდნ რომ ჩემი "კოლექცია" ახალი, ორიგინალური ექსპინატით არ გავამდიდრო. ჯინსებზე ცოტა მოგვიანებით გეჭორავებით, ამჯერად კი მინდა სათვალეებზე და მათი შერჩევის პრინციპზე ვისაუბრო. ჩემი ყველაზე საყვარელი ბრენდი ამ მხრივ არის "პრადა", იმიტომ რომ მისი მოდელები ქალურობასთან ერთად კრეატიული დიზაინით და ფორმებითაც გამოირჩევა. ინტერნეტს რომ გადავხედე აღმოვაჩინე რომ ბევრი ჩემი საყვარელი სელებრითიც პრადას სათვალეებს ანიჭებს უპირატესობას რაც კიდევ უფრო გამიხარდა. ფავორიტი მოდელი ჩემთვის პრადას ფართოჩარჩოანია მუქი სათვალეა, მომრგვალებული აქცენტებით. თუმცა არც სხვა მოდელებზე ვიტყოდი უარს. მით უმეტეს რომ ზაფხულის ტენდენციებში აქტიურად ფიგურირებს ფართოჩარჩოიანი სათვალეების თემა. უბრალოდ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა ამგვარი ფორმის სათვალე გვინდა ვატაროთ იგი სახის ოვალსაც უნდა შეესაბამებოდეს. თუკი ძალია გამხდარი ან გრძელი სახე გაქვთ, ჩემი რჩევა იქნება პრადას გაცილებით უფრო სადა მოდელები ატაროთ საიმისოდ რომ სათვალემ სახე არ "დაგიმალოთ". image
image

0
447
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0