x
image
lady.ge
თურმე რა ხდება - პიკანტური ისტორიები ვარსკვლავების ცხოვრებაში
image

"ქერათმიანი ადვოკატი" ანუ მსახიობი რიზ ვიზერსპუნუ ჩემი ფავორიტი სელებრითია ჰოლივუდელ ლამაზმანებს შორის. თუმცა კაცმა რომ თქვას და კარგად დააკვირდეთ ამ ქალს თითქოს არაფერი აქვს ისეთი რომ წოდება "ლამაზმანს" იმსახურებდეს. სიმაღლეზე რომ არაფერი ვთქვა ( ვიზერსპუნი ტანმორჩილი ქალების რიცხვს განეკუთვნება) წინ წამოწეული ქვედა ყბა, მეჩხერი კბილები, საკმაოდ გამობურცული თეძოები და მომხიბვლელი ღიპი ( რომელიც ალბათ მსუნაგობის შედეგია) - მოკლედ მთელი კომპლექტი. მაგრამ რიზი ჩემს აღფრთოვანებას სწორედ იმის გამო იმსახურებს რომ იგი საკუთარ ნაკლს ყოველთვის ოსტატურად მალავს და ცდილობს მხოლოდ საუკეთესო წარმოაჩინოს რაც კი გარეგნობაში გააჩნია. მაგალითად ლამაზი ფეხები, ქერა თმა და ღიმილი რომელიც ასე ძალიან უხდება.



imageამასთან ერთად მან მესამე შვილის პატარა ტენესის დაბადების შემდეგ აკრეფილ კილოგრამებსაც შესანიშნავად გაართვა თავი და დღეს 37 წლის ვარსკვლავი თინეიჯერივით გამოიყურება.

image



თუმცა ვიზერსპუნის თავსაც ხდება ზოგჯერ გაუთვალისწინებელი ლაფსუსები. ასე მაგალითად რამოდენიმე დღის წინ, როცა იგი თავს იწონებდა მოკლე კაბით და ულამაზესი იმიჯით, ქუჩაში მშვიდად მოსეირნეს ქარმა აფსოლუტურად დაუკითხავად აუწია კაბა. შედეგი თავად შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ. თუმცა თავად ვიზერსპუნი რისი მსახიობია, უხერხული მომენტიდან გამოძვრომა რომ გასჭირვებოდა. მან მხიარულად გაუღიმა ჩასაფრებულ პაპარაცებს, რომლებმაც მის თავს გადახდენილი პიკანტური ისტორია წამის უსწრაფესად აღბეჭდეს ფირზე და გზა უდარდელად გააგრძელა.


image

10
2676
7-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2676
  
2013, 21 ივნისი, 21:17
საყვარელია.არარი საჭირო მაინცდამაინც 1.80 იყო და გრძელი ფეხები გქონდეს,რომ ვირაცამ ჩაგთვალოს განსაკუთრებულად....
2013, 17 ივნისი, 9:02
მაგარი ქალია
2013, 16 ივნისი, 22:54
ლამაზი არ არის მაგრამ , აქვს ისეთი შარმი რომ თავს მოგაწონებს.
2013, 16 ივნისი, 22:34
ნამდვილად არაა მასე, თავად აქვს ამ ქალს საკუთარი საპროდუსერო კომპანია და ზოგადად ითვლება ერთერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად ჰოლივუდში
2013, 16 ივნისი, 22:22
უი მაპატიეთ " ქუჩაში მშვიდად მოსეირნეს ქარმა" ეწერა და მე ქუჩაში მშვიდად მოსეირნე ქარმა წავიკითხე, იმედია არ გეწყინათ სტატია მომეწონა, ძალიან მომწეონს ეს გოგო.
2013, 16 ივნისი, 21:45
ამ ქალში არაფერი არ მომწონს.
მახინჯი ქალია რიზი...ეტყობა რომელიმე კინორეჟისორი ჰხერხამდა და იმიტო მიიღო როლები, არც წყალი და არც ღვინო კინომატოგრაფიაში
2013, 16 ივნისი, 9:27
რა სისულელებს ცერთ, ქარმა კაბა აუწია თურმე )))
2013, 16 ივნისი, 0:44
თქვენი კომენტარის გამო სტატია 3 ჯერ წავიკითხე, მაგრამ ეს "უდარდელად მოსიარულე ქარი " ამ სტატიაში ვერსად ვერ ვნახე:D:D
2013, 15 ივნისი, 23:15
უდარდელად მოსიარულე ქარმაო მაგარი იყო :D :D :D კარგი სტატიაა მომეწონააააა :*
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10