x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
სექსუალური ტუჩები, ადვილი ნიღაბის წყალობით:)
image

როდესაც სახის კანის მოსავლელი პროცედურების ჩატარებას იწყებთ, არც ტუჩები დაივიწყოთ, ისევე, როგორც სახის კანზე, ტუჩებზეც მოქმედებს ატმოსფერული მოვლენები-მზე, ქარი... ტუჩის კანი შეიძლება იყოს მშრალი ან ცხიმიანი. თუ ტუჩები გამომშრალი გაქვთ, აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი კრემი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი დასკდება, აიქერცლება და ამ ხარვეზს ყველაზე ხარისხიანი პომადაც კი ვერ დაფარავს......



image

ტუჩებს არბილებს ხაჯოს ნიღაბი. ხაჯო წაისვით ბაგეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიწმინდეთ.


ქარში ტუჩები რომ არ დაგისკდეთ, კიტრის ან სტაფილოს წვენში არეული თაფლის, არაჯნისა და ხაჯოს ნაზავი დაიდეთ. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ და მცენარეული ზეთი წაისვით.

თუ ბაგეზე კანი დამსკდარი გაქვთ, გახეხილ ვაშლში აურიეთ 1ჩ/კ კარაქი და ნაზავი 15-30 წუთით გაიჩერეთ. ეს კარგად დაგირბილებთ ტუჩებს.

თუ ამგვარი ნიღბის მოსამზადებლად დრო არ გაქვს, მაშინ, უბრალოდ, თაფლი გამოიყენეთ დაბოლოს, ხშირად გაიღიმეთ.

1
12211
16-ს მოსწონს
ავტორი:მეგუ
მეგუ
12211
  
2015, 13 ოქტომბერი, 16:02
ხაჯო კი არა ხაჭო
0 1 1