x
image
ციცი
Mediator image
მაიკლ ჯექსონის 15 წლის ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა
image
15 წლის პერის ჯექსონი, გარდაცვლილი პოპ მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის გოგო, ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში აღმოჩნდა, თვითმკვლელობის მცდელობის გამო.

როგორც უცხოური მედია იუწყება, პერისმა ვენები გადაიჭრა და ასევე ცდილობდა თავიც მოეწამლა. ახლა პოლიცია არკვევს მიზეზებს, რის გამოც მაიკლის შვილი სიცოცხლესთან გამოსალმებას აპირებდა.

" მგრძნობიარე მოზარდად ყოფნა რთულია და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ შენ-ამბობს ოჯახის ადვოკატი პერი სანდერსი-განსაკუთრებით კი მძიმეა როდესაც შენ კარგავ ყველაზე ახლობელ ადამიანს. პერისის ფიზიკური მდგომარეობა ნორმაშია. იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება."

ოჯახის ახლობლის თქმით გოგონას ჯერ კიდევ უჭირს მამის სიკვდილთან შეგუება და გარდა ამისა მას აქვს უამრავი ტიპიური თინეიჯერული პრობლემები.


Daily Mail-ის ინფორმაცით პერისმა ინციდენტამდე იჩხუბა თავის ახლობლებთან, რადგან იგი არ გაუშვეს Marilyn Manson-ის კონცერტზე.

პერისის თვითერზე დაყრდნობით, გოგონა ბოლო დროს დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. "ვცდილობ სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება, მაგრამ არაფერი გამომდის, და ყოველთვის ერთი და იგივე შეცდომას ვუშვებ"-წერდა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ჯექსონი თავის თვითერზე. სხვა ჩანაწერი კი ასე ჟღერდა-"საინტერესოა, რატომ არის ცრემლები მარილიანი".

0
163
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0