x
image
worldsport.ge
აბიდალი “მონაკოს” ესაუბრება

image“ბარსელონას” ყოფილი მცველი ერიკ აბიდალი ამ დღეებში ფრანგული “მონაკოს” ხელმძღვანელობას შეხვდა და სავარაუდოდ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე ესაუბრა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ აკეთებს.
შეგახსენებთ, აბიდალი კატალონურ კლუბს ახლახან დაემშვიდობა თავისუფალი აგენტის სტატუსით. “მონაკო” კი ლიგა 1-ში გასულ სეზონში დაბრუნდა და მომავალ წელს უმალ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გეგმავს. აბიდალმა პროფესიული კარიერა სწორედ “მონაკოში” დაიწყო, სადაც 2000-2002 წლებში თამაშობდა.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0