x
image
worldsport.ge
“სანტოსი” ახალი “ნეიმარების” აღმოსაჩენად ბიელსას იწვევს

image“სანტოსის” ხელმძღვანელობას კლუბის მთავარ მწვრთნელად მარსელო ბიელსას დანიშვნა სურს. არგენტინელი სპეციალისტი ბოლოს ბილბაოს “ატლეტიკს” ედგა სათავეში, მაგრამ ბასკურმა კლუბმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელა და ბიელსა უახლოეს მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს.
სამხრეთამერიკული გამოცემების ცნობით, “სანტოსის” თავკაცების მთავარი ამოცანა შემადგენლობის ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტებაა და მათ ამ საქმეში ყველაზე მეტად სწორედ მარსელო ბიელსასი ეიმედებათ. იდეის მიზანი კი ახალი “ნეიმარების” აღმოჩენა ყოფილა.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0