x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ცნობილი-ქალბატონების ყველაზე გამორჩეული საქორწინო კაბები
ცნობილი ადამიანების ქორწილი საზოგადოების და მედიის საკმაოდ დიდ ყურადღებას იპყრობს. ამიტომ ცნობილი-საპატარძლოები განსაკუთრებული გულმოდგინებით არჩევენ საქორწინო კაბებს.

გთავაზობთ ცნობილი ქალბატონების ლეგენდარულ საქორწინო სამოსს.


ქეით მიდლტონი

ყველაზე გამორჩეული საქორწილო კაბის ტიტული ქეით მიდლტონს სამოსს ეკუთვნის. Alexander McQueen მოდის სახლის დიზაინერის სარა ბარტონის ქმნილება უკვე ლეგენდარული გახდა. საპატარძლოს კაბის ესკიზი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა, ისე როგორც დიზაინერის სახელი. ის ცერემონიის დროს გაცხადდა.


უნაზესი ხელნაკეთი მაქმანი, რომლითაც დამზადდა კაბის სახელოები, მოქარგული იყო ვარდებით, ნარცისებით, უკანა მხარეს კაბა 54 ღილზე იკვრებოდა და გრძელი შლეიფით სრულდებოდა.

ქეთრინის საქორწილო კაბა ბევრი დიზაინერის შთაგონების წყარო გახდა და გაჩნდა მისი ბევრი ანალოგი.

image

პრინცესა დაიანას ქორწილი 1981 წლის 29 ივლისს გაიმართა. კაბა ახალგაზრდა დიზაინერებმა David and Elizabeth Emanuel-მა შექმნეს

უმკაცრეს საიდუმლო პირობებში. დიანა კაბის მოსარგებად მარტო ან დედის თანხლებით დადიოდა. დიდებული ტაფტის და 8 მეტრიანი შლეიფის მქონე კაბა გაფორმებული იყო ხელით ვინტაჟური მაქმანით და ათიათასობით მარგალიტით. კაბის ასლი, რომელიც სათადარიგოდ დამზადდა აუქციონზე 175 ათას დოლარად გაიყიდა.
image


გრეის კელის საქორწინო კაბა საჩუქრად კინო-სტუდიამ Metro-Goldwyn-Mayer მიართვა 1956 წლის 18 აპრილს. კაბის დიზაინერი ოსკაროსანი კოსტუმების დიზაინერი ჰელენ როუზი გახლდათ, მის შექმნაზე სახელოსნოს 35 ოსტატი მუშაობდა. ზედა ნაწილი შეიკერა მაქმანისგან, ზარის ფორმის ქვედაბოლო კი რამდენიმე ფენა აბრეშუმისგან, რომელიც გაფორმდა მარგალიტებით. ცერემონიის შემდეგ კაბა სამუზეუმო ექსპონატად გადაიქცა. და დღემდე ითვლება ელეგანტურობის და დახვეწილობის სიმბოლოდ. ქეით მიდლტონის საქორწინო კაბა მისი გავლენით შეიქმნა.

image

ჟაკლინ კენედის საქორწინო კაბა კენედების ოჯახის მოთხოვნების შესაბამისად შექმნა ენ ლოუვმა- ფუშფუშა სილუეტი და ვიწრო ზედა მხარე, თავად ჟაკლინს სწორი კაბა სურდა, რომელიც გამოკვეთავდა სხეულის ნაკვთებს, საქორწინო კაბას მან "აბაჟური" უწოდა, რადგან არ მოსწონდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნების გათვალისწინება მოუხდა.

image


ოდრი ჰეპბერნის ორივე საქორწინო კაბა (1954 და 1969 წელს)

მოდის ისტორიაში შევიდა. პირველი კაბა Pierre Balmain-ის ფუშფუშა სახელოებიანი new look-ის სტილის სამოსი გახლდათ. კაბა წინ თეთრ ღილებზე იკვრებოდა. ოდრის თხელ წელს ხაზს უსვამდა აბრეშუმის ქამარი, თავზე კი მსახიობს ყვავილების გვირგვინი ედგა.
მეორე საქორწინო კაბა კი მინიმალისტური კაბა-ტრაპეცია გრძელი ვარდისფერი სახელოებით Hubert de Givenchy-იმ შეკერა, რომელიც მსახიობის მეგობარი გახლდათ. ორივე კაბას ოდრიმ "ბალეტკები" შეუხამა, რის შემდეგაც ფეხსაცმელი ჰიტად გადაიქცა
image


მერლინ მონროს პირველი და მესამე საქორწინო კაბა ტრადიციული სტილის გახლდათ. პირველი საქორწინო კაბა გრძელსახელოებიანი მოკრძალებული თეთრი ფერის სამოსი გახლდათ. მესამეჯერ მისი არჩევანი თეთრ, ნახევრადგამჭვირვალე სახელოებიან და დრაპირებულ კაბაზე შეჩერდა.

ყველაზე გამორჩეული კი მერლინის მეორე საქორწინო კაბა გახლდათ-საკურთხეველთან მერლინი ყავისფერ სწორ კაბაში მივიდა, რომელიც თეთრი საყელოთი და ღილებით იყო გაფორმებული.
image

ფრანგული კინოს ვარსკვლავი ბრიჯიტ ბარდო ოთხჯერ გათხოვდა.

მეორე ქორწილზე მსახიობმა არაფორმალური მოვარდისფრო-თეთრი ფერის კაბა მოირგო, რომელიც თეთრი მაქმანის საყელოთი იყო გაფორმებული. კაბის პრინტი და სილუეტი-ვიწრო ზედა მხარე და ფართო მიდი-ქვედაბოლო-უკვე 50 წელზე მეტია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია.
image

ელიზაბეტ ტეილორი ქორწინებების რეკორდსმენი გახლავთ-მსახიობი რვაჯერ გათხოვდა.მან საქორწინო კაბების კოლექცია შექმნა.

ყველაზე ტრადიციული პირველი საქორწინო კაბა გახლდათ, 18 წლის ელიზაბეტმა А-სილუეტის, მარგალიტებით და მძივებით გაფორმებული ჰელენ როუზის კაბა აირჩია. კაბის წელის გარშემოწერილობა 50 სმ-ს შეადგენდა.
რიჩარდ ბარტონთან ქორწინებისას ელიზაბეტმა ყვითელი შიფონის მუხლებამდე სწორი კაბა მოირგო, რომელსაც ორიგინალურობას ანიჭებდა შროშანების დიდი გვირგვინი, რომელიც ვარცხნილობაში

იყო ჩაწნული.
image

როკ-ენ-როლის მეფის ელვის პრესლის და პრისცილას ქორწილი ლას-ვეგასში 1967 წელს გაიმართა. პატარძალი გაშვებულ, მაქმანებიან კაბაში იყო გამოწყობილი, თავზე კი ხელოვნური თვლებით გაფორმებული გვირგვინი და გრძელი ფატა ეხურა. კაბამ ელვისის მოწონება ვერ დაიმსახურა.
image


ქეით მოსი 2011 წელს გათხოვდა ჯეიმს ჰინსზე. მისი კაბა ჯონ გალიანომ შეკერა. ნაზი კრემისფერი სწორხაზოვანი კაბა ხაზს უსვამდა პატარძლის უზადო სხეულს. ნახევრად გამჭვირვალე ქვედაბოლო გაფორმებული იყო კრისტალებით და ბრჭყვიალებით.
image

ენ ჰეტევეის საქორწინო კაბა Valentino-ს მოდურ სახლში შეიქმნა-

კაბა ზევით თეთრი გახლდათ, რომელიც ნელ-ნელა გადაიოდა ვარდისფერში, შლეიფი გაფორმებული იყო წვრილი ყვავილებით. კაბას უჩვეულო იერს ანიჭებდა ფართო მაქმანის ლენტის და "ტულისგან" დამზადებული ფატა.
image

ყველაზე ძვირადღირებულ საქორწინო კაბად დღესდღეისობით ითვლება დონალდ ტრამპის მეუღლის მელანიას კაბა. მისი ფასი 200 ათას დოლარს შეადგენს, Christian Dior -ის შედევრი იწონიდა 12 კგ-ს, მისი ჩასაცმელად პატარძალს რამდენიმე ადამიანის დახმარება დასჭირდა. კაბის შეკერვაზე დაიხარჯა ასობით მეტრი აბრეშუმი და ათასობით ძვირფასი ქვა.

image

2
549
6-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
549
  
2013, 3 ივლისი, 3:27
კაბები არ მომეწონა მაგრამ საქორწინო სურატები კი :))და განსაკუთრებით ელვისის ქორწილის სურატი მომეწონა
2013, 12 ივნისი, 11:52
სტატია სუპერ,კაბები ზერო:)
0 1 2